მოკლულია სულ მცირე 28 და დაჭრილია ათეულობით ადამიანი სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული თავდასხმისას
28-06-2016, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, მოკლულია სულ მცირე 28 და დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


აფეთქება სტამბულის ათათურქის უდიდეს აეროპორტსა და საერთაშორისო მგზავრების უმთავრეს სატრანსპორტო ცენტრში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა ასევე სროლის ხმები. აეროპორტში თავდასხმების შემდეგ, ფრენები შეჩერებულია. 


BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 60 ადამიანია დაჭრილი. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილებს, სამ პირს, აეროპორტის შესასვლელში ცეცხლი გაუხსნა, რათა ისინი შეეჩერებინა.


"იმ ინფორმაციის თანახმად, რაც მე გადმომცეს, საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ტერორისტმა პირველად ცეცხლი კალაშნიკოვიდან გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა," განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა ანკარაში.



ოფიციალური ცნობით, ორ აფეთქებას და მრავალჯერად დაზიანებებს ჰქონდა ადგილი. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ სურათებში კი ჩანს თუ როგორ წვანან იატაკზე დაჭრილი ადამიანები, ტერმინალის შიგნით და გარეთ.


თურქული CNN-ის განცხადებით, ოფიციოზი ეჭვობს, რომ შეტაკებების უკან თვითმკვლელი ტერორისტები დგანან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი