რა კავშირშია ავტომანქანების ტექდათვალიერება ჩერგოლეიშვილს, „ლიბერტარიანელთა ბუდა“ ბენდუქიძესა და გია ნოდიასთან?!
29-01-2014, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 ავტომანქანების ტექდათვალიერების შესახებ "ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ თავისი მოსაზრების ფეისბუკით გაავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ფეისბუკის რამდენიმე მომხმარებლის შეხედულებას ამ თემაზე.


პაატა ქურდაძე: "განსაკუთრებით ამ პუნქტებზე ავღელდი და ამიჩუყდა გული. მაგრამ გამახსენდა რომ ბოლოს ყველაფერს მაინც "ბაზარი დაარეგულირებს " სიკვდილივით და ცოტა გულზე მომეშვა.

 

"4. როგორ აისახება გაჩერებული მანქანები იმ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინც პურის ფულს შოულობს, "ტაქსაობს" ცუდი მანქანით?

 

5. როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ ხალხს, ვინც ტექდათვალიერების ნორმალური ფუნქციონირების შედეგად აუცილებლად დაკარგავს სამსახურს და შემოსავალს."

 

ჩემი აზრით ლიბერტარიანელთა ბუდა ბენდუქიძე მალე მუშათა და გლეხთა ბუდად გადაიქცევა და თავის უნივერსტეტს მარქსიზმ-ლეინიზმის ინსტიტუტად გადააკეთებს... რექტორად ცხადია გია ნოდიას დნიშნავენ - მაინც გამოცდილი მარქსისტია, ამ ინსტიტუტის ბოლო რექტორი იყო."

 

დავით ნადირაშვილი: მიკვირს, ამ ნაძირალებმა რა კარგად იციან ნებისმიერი თემის სათავისოდ გამოყენება. როცა მაგისი ბოსის იდეოლოგიის შესაბამისად სათიბები და საძოვრები გაუყიდეს სოფლებს და მშიერი დატოვეს, როცა ხალხი გაყარეს სამსახურებიდან და მშიერი დატოვეს, მერე კი იმ ადგილებზე თავისიანები მიიყვანეს, მაშინ არ ჰქონდა ამ სტერვას შეკითხვები?


ნანა ზურაბიშვილი: "ოოოჰ, რა ფარისეველი ქალია... როგორ დარდობს უმუშევარ და ულუკმაპურო ადამიანებზე...მე პირადად მივესალმები ტექდათვალიერების შემოღებას... წარმოუდგენელია ასეთი დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა, თან მთელი შემოგარენი თბილისში "ტაქსაობს" და სიმწვანეშიც გარღვევა გვაქვს...

 

ნანა ახვლედიანი: "მხოლოდ უტიფრობას არ ჰქონია საზღვარი, ასევე თამარის თავდადებას სამშობლოსა და ხალხზე ზრუნვაში".

 

გურამ შამანიდი: "ტექდათვალიერება აუცილებელია. დაღმართზე ვცხოვრობ და ხშირად მინახავს, რომ მოექანება დამპალი "ჟიგული" და დამუხრუჭება რომ უწევს, გვერდზე შეაქვს იმიტომ, რომ მხოლოდ ცალი მუხრუჭი უჭერს. საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსები დადიან საბურავებით, რომლებსაც პროტექტორი საერთოდ აღარ აქვთ... ერთიცაა, ტექდათვალიერების შემოღებისთანავე თბილისში მოძრავი მსუბუქი მანქანების პარკი, სულ მცირე, 10%-თ შემცირდება, რადგან რაიონებიდან სატაქსაოდ ჩამოსული ჯაბახანკები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან და იძულებული გახდებიან დაბრუნდნენ სოფლის ორღობეებში"!

 

პაატა ქურდაძე: "თბილისში რომ ჩამოვდივარ, სამი ოთხი დღე თავი ოსვენცემის გაზის კამერაში მგონია სანამ ასე თუ ისე მივეჩვევი ხოლმე. ჩემთვის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, თუნდაც რეპრესიული პოზიტიურის მანიშნებელია.. ჩერგოლეიშვილს ავიწყდება, რომ კორუფცია პოლიციაში, რომლითაც ის ასე ამაყობს- მიშამ სწორედ "პოზიტიური რეპრესიებით "აღმოფხვრა" - სამოცი ათასი კაცი უმუშევარი და მათი ოჯახები ულუკმპუროდ დატოვა, მაგრამ საბოლოოდ ამან კარგი შედეგი მოიტანა... კორუფციის საშიშროება პოლიციაშიც არის, რა ვქნათ დავშალოთ? მგლის შიშით ცხვარი გავწყვიტოთ? ეს ტექ დათვალიერება რომ ნაციონალებს აღედგინათ მაშინაც იგივეს ვიტყოდი და მოვიწონებდი. გასაგებია რომ ადამიანები ამ ძველი და ნახევრად დაშლილი მანქანებით ორ კაპიკს შოულობენ და ცოდოები არიან, მაგრამ აასეთი ლოგიკით ნარკოდილერებსც ჰყავთ ოჯახები და იარაღის გამყიდველებსაც. ჩემი აზრით ეს გამონაბოლქვი ნარკოტიკზე ნაკლებ ზინს არ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, სიგარეტს არც შევადარებ, არც მარიხუანას ... დიდი ხანია დამტკიცებულია რომ ბევრად უფრო მავნეა. ასე რომ დაველოდოთ რა მოხდება, ისე კი ბენზინის შემომტანები ჩემი აზრით ნამდვილად უნდა გაუტოლო ნარკო ბარონებს... თუკი ფასი ევროპული სტანდარტისა აქვთ კეთილი ინებონ და ხარისხიც ევროპულს გაუთანბრონ"...

 

ეს კი ავტომანქანების ტექდათვალიერების აღდგენის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებაა:

 

"გადაწყდა რომ ტექდათვალიერება აღადგინონ.

 

სანამ რამეს დავწერ, ვიტყვი, რომ მინდა ყველამ ისუნთქოს სუფთა ჰაერი, იყოს მდიდარი, ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი, მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა სხვა.

ახლა გადავალ საგულისხმო ფაქტორების აღწერაზე:

 

1. საქართველოში 900 000 მანქანა მოძრაობს.


2. საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.


3. საქართველოში გვყავს ბევრი ორდიპლომიანი ტაქსისტი, რომელიც ძირგამძვრალ მანქანას ატარებს - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი იძულებულია ძველი, მოშლილი მანქანით "იტაქსაოს", იმისთვის რომ ოჯახში ორი კაპიკი შეიტანოს და შიმშილით არ მოკვდეს.


4. საქართველოს აქვს კორუფციის მდიდარი ტრადიცია, რომელიც 9 წლის წინ ამოიძირკვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ არ გაიფურჩქნება, თუ ნოყიერი ნიადაგი შეექმნა.


5. კორუფციის მნიშვნელოვან ბუდეებს სწორედ მაკონტროლებელი უწყებები წარმოადგენდა (ტეხასმოტრი, სურსათის უვნებლობა და ა. შ.

ახლა გადავალ კითხვებზე:

 

1. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით მოხდება ტექდათვალირება.


2. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას წარმატებით (გაჩერება მოუწევს მანამდე, სანამ არ შეაკეთებს მანქანას ისე, რომ გაიაროს ტექდათვალიერება?).


3. თუ აქვს შესწავლილი მთავრობას რა მდგომარეობაშია საქართველოს car park - დაახლოებით რამდენ ადამიანს მოუწევს მანქანის გაჩერება? (არ უნდა იყოს მიახლოებითი სურათის ჩვენება რთული - შსს-მ კარგად იცის მანქანების გამოშვების წლები).


4. როგორ აისახება გაჩერებული მანქანები იმ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინც პურის ფულს შოულობს, "ტაქსაობს" ცუდი მანქანით?


5. როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ ხალხს, ვინც ტექდათვალიერების ნორმალური ფუნქციონირების შედეგად აუცილებლად დაკარგავს სამსახურს და შემოსავალს.


6. როგორ მოხდება იმის უზრუნველყოფა რომ კორუფციის ბუდედ არ იქცევა ტექდათვალიერება - ზუსტად ისე, როგორც იყო.

 

კიდევ მაქვს კითხვები, მაგრამ მომავლისთვის შევინახავ." - წერს "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი