სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია ხორციელდება
29-06-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

 

 

დღეს, კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბაქრაძემ საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

 

 

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდა.

 

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციისთვის, 2015-2016  წლებში, უწყებამ 470 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხიდან განხორციელდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზის კონსტრუქციულ-გამაგრებითი, ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ასევე, 2015 წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, (33 839 ლარი) როსტომისეულ სასახლეში განხორციელდა აკაკის დედისეული ფლიგელის აღდგენა; 15 000 ლარი გამოიყო როსტომისეული სასახლისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისთვის.

 

 

საგამოფენო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, დაიწყება ექსპოზიციის მოწყობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები განახორციელებენ.

 

 

2016 წლის ზაფხულის ბოლოს, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსისა და ლიფტის გაკეთება, ასევე ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელება (54 000 ლარი).   

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი