პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ამ კვირიდან შეუდგება
06-10-2014, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ამ კვირიდან შეუდგება. საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიარდ 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

 

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აღნიშნული პროექტის მიხედვით, სამინიტროებიდან ყველაზე დიდი დაფინასება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექნება, რომლის დაფინანსებაც 92,0 მლნ ლარითაა გაზრდილი, და 2 მილიარდ 750,0 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,4%), ხოლო ყველაზე მცირე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, 35,0 მლნ ლარი.

 


საბიუჯეტო პროექტის და მასთან ერთად დაგეგმილი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა თავდაპირველად კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. გადამუშავებული საბიუჯეტო პროექტი კი, პარლამენტში ხელმეორედ ნოემბრის დასაწყისში შევა.

 

 

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,8 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის მისი გაზრდა პროგნოზირებულია 41,6 მლრდ ლარამდე.

 


საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

 


სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 460.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.5%-ს შეადგენს.

 


გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: - საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 070.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.5 პროცენტს შეადგენს; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 906.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.8 პროცენტია; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 534.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.1 პროცენტს შეადგენს; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 808.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.5 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 117.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 25.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

 


2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 180.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 85.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 95.0 მლნ ლარით.

 


2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 290.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 65,0 მლნ ლარით ნაკლებია (შემცირებულია დივიდენდებიდან და ჯარიმებიდან მისაღები სახსრები).
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 80,0 მლნ ლარის ოდენობით.

 


ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 70,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მთლიანად წარმოადგენს წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებას. ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 320.0 მლნ ლარის ოდენობით.

 


სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 350.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 575.0 მლნ ლარს, გრანტები 95.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.

 


სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 7 891.0 მლნ ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 372.4 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 912.2 მლნ ლარი; პროცენტი - 360.1 მლნ ლარი; სუბსიდიები - 204.5 მლნ ლარი; გრანტები - 1 171.6 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 653.0 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 217.3 მლნ ლარი.

 


პარლამენტში წარმოდგენილი პროექტით, ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 750,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,4%);

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955,0 მლნ ლარი (გაზრდილია 80,0 მლნ ლარით);

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მლნ ლარი (გაზრდილია 74,6 მლნ ლარით);

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 155,0 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი;

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი;


საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი;


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის - 85,0 მლნ ლარი;


იუსტიციის სამინისტროსთვის - 65,0 მლნ ლარი;


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის - 60,0 მლნ ლარი;


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის - 55,0 მლნ ლარი;


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35,0 მლნ ლარი;

 


რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარი.

 


მიმდინარე წელთან 20 მილიონი ლარითაა გაზრდილია მთავრობის სარეზერვო ფონდი და იგი 70,0 მლნ ლარს შეადგენს.

 


2015 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების ძირითადი მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლების ერთიან სახელმწიფო ხაზინის სისტემაში მოქცევა. სახელმწიფო ხაზინის სისტემაში მოექცევა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები და ავტონომიური რესპუბლიკებიც. სადღეისოდ, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვიმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო სახსრები კომერციული ბანკების მეშვეობით განიკარგება. ასევე კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ მათთვის ნებადართული (არასაბიუჯეტო) სახსრების განკარგვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი