ლიტვის პონარის ტყეში გვირაბი აღმოაჩინეს, საიდანაც მე–2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დატყვევებული ებრაელი პატიმრები გაიქცნენ
30-06-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვის პონარის ტყეში გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დატყვევებული ებრაელი პატიმრების მიერ კოვზებით იყო გათხრილი. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც guardian.ge გთავაზობთ. 

 

 

პატიმრები, რომელთაც აღნიშნული გვირაბი გაქცევის მიზნით გათხარეს, ე.წ. დაწვის ბრიგადიდან იყვნენ, რომლებსაც ნაცისტები მათ მიერ ჩადენილი საშინელებების კვალის დაფარვის მიზნით, გვამების დაწვას აიძულებდნენ.

 

 

იცოდნენ რა რომ მათაც მოკლავდნენ, ისინი თხრიდნენ გვირაბს მაღაროში, სადაც ისინი გამომწყვდეულები ჰყავდათ. 11 გაქცეული გადაურჩა ომს.

 

 

მკვლევართა ჯგუფმა გვირაბის რუკის შესადგენად მიწის სკანირების სისტემა გამოიყენა.

 

 

34 მეტრის ზუსტი ადგილმდებარეობა მე–2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა, მაგრამ საერთაშორისო ჯგუფმა, მათ შორის ისრაელის სიძველეების შემსწავლელმა სპეციალისტებმა და მკვლევარებმა შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ლიტვიდან, მოახერხეს ადგილმდებარეობის პოვნა.

 

 

ჯგუფმა ელექტრო ხვედრითი წინააღმდეგობის ტომოგრაფიული სისტემა გამოიყენა – რომელიც ასევე ნავთობის აღმოჩენისას იხმარება – იმისათვის, რომ ბოლომდე ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი, რომ ადგილმდებარეობაში ვინმე ადამიანთაგანი არ ყოფილიყო დარჩენილი.

 

 

პონარის ტყე, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც პანერიაი, ლიტვის დედაქალაქის გარეთ მდებარეობს და მე–2 მსოფლიო ომის დაწყებამდე ებრაელების თავშეყრის და მჩქეფარე ცხოვრების ადგილი იყო.

 

 

მაგრამ ნაცისტების ოკუპაციის შემდეგ, მასობრივი სასაფლაოები და ორმოები იყო ამოთხრილი ტყის მიმდებარედ, რომ 100 000–მდე ადამიანის გვამი, მათ შორის ჰოლოკოსტისას მოკლული 70 000 ებრაელი ჩაეფლათ.

 

 

როგორც კი წითელი არმია ოკუპირებულ ტერიტორიას მიუახლოვდა, ნაცისტები შეეცადნენ დაეფარათ მათი საშინელებები. მათ აიძულეს დაახლოებით 80 პატიმარს, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკიდან – რომლებიც ერთაენთზე ფეხებზე დადებული ჯაჭვებით იყვნენ გადაბმულნი – ამოეთხარათ გვამები და დაეწვათ ისინი. მათ "ლაიხენკომანდოს" (გვამების ქვედანაყოფი) უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც "დაწვის ბრიგადა".

 

 

წყაროს ცნობით, ერთ–ერთი ბრიგადის პატიმარმა გვამებს შორის მისი ცოლი, და ორი და ამოიცნო.

 

 

ღამე იმ მაღაროში, სადაც გვამები იყო დამარხული და პატიმრები იყვენ გამომწყვდეული, პატიმრებმა გვირაბის გათხრა დაიწყეს და ღამით, 1944 წლის 15 აპრილს, ორმოცი მათგანი გაქცევას შეეცადა 0.18580608 კვ.მ გვირაბით. მაგრამ მცველებმა ხმაური გაიგეს და უმეტესობა ადგილზევე დახვრიტეს. თუმცა 12–მა მოახერხა გაქცევა და პარტიზანებამდე მიღწევა. მათგან 11 გადაურჩა მე–2 მსოფლიო ომს.

 

 

ისრაელის სიძველეების შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენელმა ჯონ სელიგმანმა განაცხადა, რომ იგი ცრემლებამდე მივიდა გვირაბის აღმოჩენისას – უწოდა მას "დეპრესიაზე იმედის გამარჯვების გულის გამათბობელი მატიანე".

 

 

"გვირაბი აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა ასეთი ბნელი დროება იყო, ანუ თვით ასეთ უკუნშიც კი, ძალიან დიდი სურვილი იყო სიცოცხლისა," უთხრა მან "ასოიშეითედ პრესს".

 

 

ამავე ჯგუფის წევრმა, არქეოლოგმა რიჩარდ ფროინდმა "ნიუ იორკ თაიმსს" განუცხადა, რომ პონარი "ცენტრი იყო ჰოლოკოსტისთვის", ნათელი მაგალითი სისტემატური მკვლელობისა, სანამ ნაცისტები გაზის კამერების გამოყენებას დაიწყებდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი