თბილისის მერიის განმარტება თუ რა ფაქტორებს ეფუძნება ნარმანიას გადაწყვეტილება დანამატების გაცემაზე
07-10-2014, 23:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით ნარმანიას ბრძანებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე (26 მაღალჩინოსთვის) დანამატის გაცემას ეხება, დედაქალაქის მერიამ, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" განმარტება მოაყოლა. განცხადებაში ნათქვამია:

 

 

"თბილისის მერიის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ.

 


აღნიშნული ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ:

 


საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 


აქვე, განვმარტავთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.

 


აქვე, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიამ უარი თქვა პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს.

 


გარდა ამისა, ყველა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, დაგვეთანხმებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა (მათ შორის, თანამდებობის პირთა) ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე - ორმაგი.

 


სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ეფუძნება თბილისის მერის გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის ამ ფორმით გაცემის შესახებ. აქვე, ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკითხის დარეგულირების მიზნით, წარმოადგინონ ოპტიმალური წინადადებები. თბილისის მერია მზადაა, მიიღოს ყველა კვალიფიციური და არგუმენტირებული წინადადება" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი