მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მოქცევის წესების მაქსიმალურად დაცვას სთხოვს
01-07-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

 

 

მისი თქმით, რეგისტრაცია დაიწყო დილით, 08:00 საათზე, 09:00 საათზე კი პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა.

 

 

„მთელი საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. რეგისტრაციამ ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 4 საათი და 15 წუთია გამოყოფილი იმისთვის, რომ შეასრულონ მათთვის განკუთვნილი დავალება. წინა წლებთან შედარებით 15 წუთით არის საგამოცდო დრო გაზრდილი იმის გამო, რომ ჩვენ სიახლე შევთავაზეთ აბიტურიენტებს - მათ ელექტრონული ბუკლეტები მიეწოდებათ და 15 წუთი სწორედ ამის გამო დაემატათ. ზუსტად 14:00 საათზე, დაიწყება მეორე სესიის რეგისტრაცია. 15:00 საათზე აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს ტესტებზე მუშაობას”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

 

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს გამოცდაზე მოქცევის წესების მაქსიმალურად დაცვას სთხოვს. მისი თქმით, გამოცდაზე მოქცევის წესები აპლიკანტების პირად გვერდზეც არის განთავსებული.

 

 

„წესებში შევიტანეთ პუნქტი, რომ აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში არ უნდა გამოცხადდეს ნასვამ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ჩემი თხოვნაა მაქსიმალურად დავიცვათ წესები, რადგან მათთვისვე კარგია მშვიდ და მისაღებ პირობებში ჩატარდეს გამოცდები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ცალკეულ შემთხვევაში აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნა გვიწევს. გაითვალისწინონ პუნქტები, რა შემთხვევაში შეიძლება აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნას”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

 

 

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.  აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.  აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო.

 

 

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

 

 

საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 თბილისშია.

 

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი