დაუმუშავებელი მიწების გამო მეპატრონეებს გარკვეული სანქციები დაეკისრებათ
30-01-2015, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს “ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში მიწის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

 


როგორც ზამბახიძემ განმარტა, მიწის შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც დაუმუშავებელ მიწებზე გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს.

 


„საუბარია მიტოვებულ დიდ მიწებზე. რეალურ პრობლემას დღეს მიტოვებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს, რომლებიც რიგ შემთხვევებში გარკვეული დაავადებებისა და მღრღნელების რეზერვატორები გახდნენ. წვრილი ფერმერი, რომელსაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთი აქვს, იბრძვის, რომ მოწეული პროდუქცია, რომელიც მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს, დაიცვას. აქ საუბარია ფართო მასივებზე – 50 ჰექტარზე და ზევით, რომელიც მიტოვებულია. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კადასტრიზაცია, მიწის მართვის სისტემა უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ზამბახიძემ.

 


მისივე განმარტებით, კანონპროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს.

 


„პირველ რიგში, მიწაზე ფასმა უნდა მოიმატოს, მიწის მფლობელმა, თუ არ სჭირდება მას ეს მიწა, გააქირავოს და მესამე – თუ არ გააქირავებს, მის საკუთრებაში არსებული მიწა აგრარულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებმა მცირე ფერმერებს პრობლემები არ შეუქმნას“,- აღნიშნა ზამბახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი