დუშეთი აღმოსავლეთ ევროპის იმ 6 ქალაქს შორის დასახელდა, სადაც ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა ხორციელდება
04-07-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთისთვის ისტორიული ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ერთობლივად ხორციელდება ძველი უბნების აღდგენა. გარდა ამისა, დუშეთი აღმოსავლეთ ევროპის იმ 6 ქალაქს შორის დასახელდა, სადაც ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა ხორციელდება, – აღნიშნულის შესახებ Guardian.ge–ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა.

 

 

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ქალაქ დუშეთში აღდგება 100–მდე ისტორიული სახლი, დუშეთის უნიკალური ბულვარი და ასევე, მოხდება ქალაქის სამომავლო განვითარება, გამგეობის მიერ შემუშავებული ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმისა და „გეოგრაფიკის“ მიერ ჩამოყალიბებული ქალაქის მდგრადი განვითარების კონცეფციის თანახმად.

 

 

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დუშეთს მიენიჭა ისტორიული ქალაქის სატატუსი. არსებობს ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა, ეს არის თემის მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში. ეს პროგრამა მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში. ამ 6 ქვეყნიდან კი თითო–თითო ქალაქი უნდა შერჩეულიყო. ჩვენმა მიწოდებულმა ინფორმაციამ, მცდელობამ იმისა, რომ შესაძლებელი იყო დუშეთს ეს სტატუსი მინიჭებოდა, გამოიღო თავისი ნაყოფი და დუშეთს, საქართველოდან ერთადერთ ქალაქს, გადაეცა იმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ იგი ჩართულია ამ პროგრამაში.

 

 

"დუშეთი მართლაც ისტორიული ქალაქია, 96 სახლს მიენიჭა ისტორიული ძეგლის სტატუსი. მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ერთობლივად ხორციელდება ძველი უბნების რეაბილიტაცია – დუშეთი უნდა აღდგეს ისე, როგორცაა აღდგენილი მცხეთა, სიღნაღი, თბილისი. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი კი სრულდება. ეს იქნება დუშეთის უნიკალური ბულვარი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ვიწყებთ ამ ბულვარის რეაბილიტაციას, გვქონდა მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა და გარჩევა ამ პროექტის და დასრულებისკენაა უკვე საპროექტო სამუშაოები. სავარაუდოდ, ივლისში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი და დაიწყება სამუშაოები“, – აცხადებს ვაჟა ჩოხელი.

 

 

დუშეთის გამგებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის გარშემო ზრუნვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, პირველ რიგში კი ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა შედგა, რომელშიც თავი მოიყარა ყველა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ წარსულის თუ დღევანდელობის შესახებ და განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი სამომავლოდ. ამავე დროს ქალაქის მდგრადი განვითარების კონცეფცია „გეოგრაფიკის“ მიერ ცალკე გაკეთდა, რითაც, როგორც ვაჟა ჩოხელი აცხადებს, მიიღეს „მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, რაც გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას გამორიცხავს.

 

 

(აღნიშნულ ფოტოზე: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელი)

 

„ამით გამოირიცხება ის, რომ მაგალითად, გამგებელს ან საკრებულოს თავმჯდომარეს ან დეპუტატს მოუნდა რაღაცის გაკეთება და ის უნდა გაკეთდეს. არა, ეს გამორიცხულია. არის გეგმა, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება რომ აშენდეს დუშეთში, რა მიმართულებით უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება. მიწათსარგებლობის გეგმაში გამოყოფილია ისტორიული ზონა, ქალაქის მდგრადი განვითარების გეგმაში კი დამატებით ცალკეა ეს ყველაფერი მოცემული და სწორედ გეგმის მიხედვით მივყვებით ჩვენ. წეღან აღვნიშნე „კომოსის“ პროგრამა, თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში, აქ ევროკავშირის და ევროსაბჭოს ექსპერტების მეთოდოლოგიით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბაზო გეგმაზე მუშაობა, მოლდოვაში უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა. მანამდე ჩვენი წარმომადგენელი, პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი იყო გერმანიაში. წლის ბოლოს, დეკემბერში გვექნება სრული გეგმა ამ „კომუსის“ პროგრამის. ეს გვაძლევს ახალ შესაძლებლობას იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი დუშეთი და რა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ განვითარებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ ძველი უბნების რეაბილიტაციას, ეს „კომუსის“ პროგრამაც მსგავსი პროექტია, რომელიც უფრო მეტ დატვირთვას მისცემს ქალაქს. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სახლები აღვადგინოთ და ფასადები შევღებოთ. იმ სახლს უნდა ჰქონდეს დატვირთვა, ეს იქნება მცირე სახელოსნო, იქნება საოჯახო სასტუმრო თუ სხვა რამ, რასაც მეპატრონე მოისურვებს და გადაწყვეტს, მაგრამ ის უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების გეგმაში“, – აცხადებს ვაჟა ჩოხელი.

 

 

დუშეთის გამგებლის თქმით, პროექტები, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით ფინანსდება, დუშეთისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

 

„კომუსის პროგრამაში ეს არის მათი მეთოდოლოგიით, ევროკავშირის და ევროსაბჭოს მეთოდოლოგიით შექმნილი საბაზო გეგმა, გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. როცა ერთობლივი გეგმა გვაქვს, ძალიან მარტივია. ფაქტობრივად, ისინი ჩართული არიან ამ პროცესში, რომ მოვიძიოთ დონორი ორგანიზაციები – ეს იქნება მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ბანკი თუ სხვა, რომ ევროკავშირის მიერ და მათი მეთოდოლოგიით შედგენილი პროექტი უკვე ნებისმიერ დონეზე წარვადგინოთ იმისათვის, რომ დაფინანსდეს. ისე რომ, ჩვენს დონეზე რაღაც დავწეროთ და გადავაგზავნოთ, თუ არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, ბუნებრივია, არ მოხდება მისი განხილვა და მხარდაჭერა“, – განაცხადა ვაჟა ჩოხელმა Guardian.ge–სთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 4
#4   დავით
      
უბნების რეაბილიტაცია თქვენი აზრით რომელ წელს დაიწყება? სულ იძახდნენ იმ წელს, იმ წელსო მაგრამ გადის წლები და არაფერი საშველი არაა
19 დეკემბერი 2018 00:47
#3   dusheli
      
არაფერი ესჰველება დუშეთს.თითიქოს მარშუტკა დაინიშნა სოფლების რაიონთან დამაკავშირებელი არ დადის.ბავშვები ბაღში შეყვანილი უნდა გამოვიყვანოთ რომ ვერ დაგვყავს ,რეებს წერთ სირცხვილია ხალხნო..დარჩენილებიც გასაქცევს ვედძებთ
4 ივლისი 2017 04:14
#2   muzebi
      
სასიხარულოა,გილოცავთ!
5 ივლისი 2016 03:54
#1   ტარიელი
      
შესანიშნავია, იქნებ საბერძნეთში, ამერიკაში და თურქეთში გადახვეწილი დუშელები დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში.
4 ივლისი 2016 12:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი