თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ
30-01-2015, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგოზირებადი" უწოდა. 

 


"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

 


მისივე შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რისი უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში, მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან.

 


საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ სამხედრო ძალების გაძლიერება ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს. 

 


"შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება. მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი