აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ვარშალომიძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, ის იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული.
"საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია", - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.