ოთარ დანელია რუსეთთან ვაჭრობის საკითხზე ბერუჩაშვილის განცხადებას არასწორ ინტერპრეტაციად მიიჩნევს
30-01-2015, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით გაჩერების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციია. ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 


"ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.

 


შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.

 


ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.

 


მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგოზირებადი" უწოდა. "ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი