ნოდარ ხადური: საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს
30-01-2015, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მისი თქმით, დეკემბერში სრულიად რეალური იყო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.

 


“რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ გასულა ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო – საფინანსო ორგანოებთან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 


მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 


“რეგიონში არსებული სიტუაცია უკვე გითხარით. ჩვენ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს თუ შევხედავთ, იგივე ევროკავშირის მდგომარეობას, ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად გაურესებულია ევრო, რაც ჩვენგან გამოიწვევს სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ ევროპიდან ჩვენი მიმართულებით სრულიად შესაძლებელია, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი შეიცვალოს. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობპროდუქტები შემოდის, გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები უფრო სტაბილური იყოს, რადგან ნავთობპროდუქტები გაიაფებულია. თუმცა, ამ დროს ექსპორტის ბალანსი აქაც ირღვევა, ასევე არის რუსეთი, უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ შიდა და გარე ფაქტორებს ვაანალიზებთ და მას შემდეგ, რაც გვექნება გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მოგვეცემა შესაძლებობა, უფრო ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   tech
      
Very informative post ! There is a lot of information here that can help any business get started with a successful social networking campaign ! สล็อต777คาสิโนออนไลน์
5 ივნისი 2022 00:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი