[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Сyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა
07-07-2016, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Сyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა. Cyber.kvira.ge ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.

 


პროექტ Cyber.kvira.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი კიბერუსაფრთხოების კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

 

 

პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონაცემთა გაცვლის სააგენტო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

 


ვებგვერდზე სისტემატურად გაშუქდება ინფორმაცია, როგორც პროექტის პარტნიორების მიერ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების, ღონისძიებების, აქტივობების შესახებ, ისე მსოფლიოში არსებული სიახლეები, პრობლემები, დაცვის მექანიზმები, ბლოგები, ინტერვიუები სპეციალისტებთან და სხვა.

 


პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბერდანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით მედიის აქტიური ჩართულობა.

 


ღონისძიება რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან DINEHALL -ში გაიმართა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი