ნინო ბურჯანაძე: ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხალხს ფილმის გადასაღებად არ აურჩევია
31-01-2015, 20:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არაფრის უნარი არ შესწევს. 

 


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმას, რომ საგანგაშო არაფერი არ არის, მაშინაც გვეუბნებოდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართები გადმოდიოდა.

 


„გვეუბნება, რომ არაუშავს, უნდა მოვითმინოთო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, თავად ივანიშვილი თუ მოითმენდა და თუ აპატიებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მისი შვილები ციხეში ისე ეცემათ (ღმერთმა დაიფაროს, ამას მე არავის ვუსურვებ) როგორც დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტებს ან მოწინააღმდეგეებს სცემდნენ და ეპყრობოდნენ. 

 


თუ მოითმენდა ბიძინა ივანიშვილი იმას რომ მისი ეზოსთვის მეზობელს თუნდაც ერთი მეტრი მიწა ჩამოეჭრა. 

 


ბიძინა გვეუბნება, რომ ჩვენ მოვითმინოთ, ის რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიის 25% დაკარგა და თურმე ამისთვის პასუხი არავინ უნდა აგოს.

 


ფილმი არავის არ აინტერესებს, საქმეს მიხედონ– საქმე გააკეთონ“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 


მისივე თქმით, ფილმი კი არა საქმეებს გამოძიება უნდა. 


„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორი წლის თავზე ფილმი გადაიღეო, როცა მავრთულხლართები გადმოვა, როცა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ მსოფლიოში ლამის რეფორმების მამებად გამოცხადდებიან, როცა ლარის კურსი დავარდება, ეკონომიკა გაუფასურდება, მერე მოდი და ფილმი გადაიღეო, ეს არ უთქვამს ხალხს ივანიშვილისთვის, ამისთვის არ აურჩევია საზოგადოებას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ქართულმა საზოგადოებამ ეს ადამიანები სხვა რამისთვის აირჩია, მათ შორის იმისთვის, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, მოლაპარაკებები დაეწყოთ და კონფლიქტების მიმართულებით წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგათ. ჩვენ კი, „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ კეკლუცობას ვხედავთ და არც ერთი რეალური ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედის ამ მიმართულებით არ გადადგმულა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 


მისივე თქმით, იდგმება ნაბიჯები, რომელიც აწყობს დასავლეთს, მაგრამ არა საქართველოს. 

 


„თუნდაც იგივე ნატოს ბაზები მაქვს მხედველობაში. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ნამდვილად არის პასუხისგებელი თავისი განცხადებების შესახებ. სწორედ მისი, თავდაცვის მინისტრის განცხადებებს მოჰყვა ის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზებთან გაფორმდა, ხოლო შემდეგ უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმდება“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი