მამუკა არეშიძე: ვაპირებ „ქართული ოცნებიდან“ გარდაბანში რევანშს, რადგან 2012 წელს გიორგი ფეიქრიშვილთან არჩევნები არ წამიგია
08-07-2016, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაპირებ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე კენჭისყრას, თუ რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“ წარადგენს ჩემს კანდიდატურას, – ამის შესახებ guardian.ge–ს ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

 


"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მე მქონდა კონსულტაციები გაზაფხულზე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელ პირებთან. მე ვაპირებ რევანშს, რადგან 2012 წელს გიორგი ფეიქრიშვილთან არ წამიგია, მაშინ არჩევნები გააყალბეს", – განაცხადა არეშიძემ და დაამატა: „წარადგენს თუ არა გიორგი ფეიქრიშვილს „ქართული ოცნება“, ეს პარტიის გადასაწყვეტია".

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ფეიქრიშვილი ასევე მზად არის, კვლავ იყაროს კენჭი გარდაბნის საარჩევნო ოლქში, თუკი მაჟორიტარობის კანდიდატად მას აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნება“ დაასახელებს.

 

 

როგორც ფეიქრიშვილმა guardian.ge-ს განუცხადა, პარტიის ხელმძღვანელ პირებთან საუბარი აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არ ჰქონია და არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, „ქართული ოცნებიდან“ მის გარდა ვინ შეიძლება იყოს დასახელებული გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატად.

 

 

"ვინ შეიძლება იყოს ჩემს გარდა არ ვიცი, თავად იციან პარტიაში. მექნება კონსულტაციები და გავიგებთ ყველაფერს. თუ „ქართული ოცნება“ წარმადგენს, ერთადერთი ამ შემთხვევაში ვიყრი კენჭს, სხვა შემთხვევაში - არა“, - აცხადებს გიორგი ფეიქრიშვილი.

 

 

გიორგი ფეიქრიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა. მან მისი მთავარი მოწინააღმდეგე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა არეშიძე დაამარცხა და პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრიდან მალევე "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნა და საქმიანობა ფრაქცია "დამოუკიდებელ მაჟორიტარებში" განაგრძო. აღნიშნული ფრაქცია პარლამენტში "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივების მხარდამჭერია.

 

 

კომენტარები: 3
#3   იყგიოჰუოჯნ
      
ხმა რაუგჰიროტ კარტველ მამულისჰვილს მამუკა არესჰიდზეს.ვპიკრობ ნამდვილი პატრიოტი კაცია ეს.
9 ივლისი 2016 14:42
#2   მარინე გოგიჩაიშვილი
      
ციტატა: დოდო ქადაგიძე
ბატონო მამუკა,მართალს ბრძანებთ – თქვენ 2012 წლის არჩევნები არ წაგიგიათ,მოხარული ვარ თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილებისა კენჭი იყაროთ გარდაბანში,სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში,გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!
8 ივლისი 2016 12:51
#1   დოდო ქადაგიძე
      
ბატონო მამუკა,მართალს ბრძანებთ – თქვენ 2012 წლის არჩევნები არ წაგიგიათ,მოხარული ვარ თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილებისა კენჭი იყაროთ გარდაბანში,სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში,გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!
8 ივლისი 2016 09:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი