დიდი ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს მოკლე ბიოგრაფია და გამონათქვამები
01-02-2012, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს მოკლე ბიოგრაფია და გამონათქვამები

 


დიდი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო 1802 წლის 26 თებერვალს ბასანკონში დაიბადა. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და აქიდან გამომდინარე ოჯახი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც პატარა ვიქტორსაც ცხოვრება ხან ელბაზე, ხან კორსიკაზე, ხან შვეიცარიასა და ხანაც იტალიაში უწევდა.


7 წლის ასაკში დედისა და ოჯახის მღვდლის გადაწყვეტილებით პატარა ვიქტორი პარიზში დააბრუნეს და მომავალმა მწერალმა პარიზის კლასიკურ სასწავლებელში მის უფროს ძმასთან ერთად დაიწყო სწავლა. მან ამავე სასწავლებელში გაიცნო გოგონა, რომელიც შემდგომ მისი ცოლი გახდა.

 

1811 წელს მამამისს გენერლის ჩინი უბოძეს და იგი ესპანეთის ახალი მეფის, ჯოზეფ ბონაპარტის არმიაში ერთ-ერთ მთავარ თანამდებობაზე დაინიშნა. პატარა ვიქტორმა სწავლა მადრიდის დიდგვაროვანთა სემინარიაში განაგრძო, თუმცა 1812 წელს ოჯახი ისევ პარიზში დაბრუნდა და მომავალი მწერალიც კვლავ ძველ სასწავლებელს დაუბრუნდა. მან მათემატიკისადმი დიდი ნიჭი გამოავლინა, მაგრამ ამავე დროს საოცრად იყო გატაცებული პოეზიითა და ლიტერატურით. მისმა პირველმა პოემამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მამამ გადაწყვიტა შვილის სალიტერატურო საქმიანობისთვის ყველანაირად ხელი შეეწყო.

 

პირველი პოეტური ნაწარმოები მან საფრანგეთის აკადემიას 1817 წელს წარუდგინა. 1822 წელს კი მისი ლექსების პირველი კრებული გამოვიდა. ამას მოჰყვა რომანები და სხვა კრებულები. 1827 წელს კი, 25 წლის ასაკში ვიქტორ ჰიუგო საქვეყნოდ ცნობილი მწერალი და ფრანგული ლიტერატურის რომანტიკული მიმდინარეობის, პოეზიისა და პროზის აღიარებულ ლიდერად მოგვევლინა. შემდგომ წლებში მისი დრამატული ნაწარმოებები ფრანგულ თეატრებში წარმატებით იდგმებოდა. მისი რეპუტაცია იმდენად მაღალი იყო, რომ მიუხედავად ძველი კლასის წარმომადგენელთა წინააღმდეგობისა, 1841 წელს იგი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს.

 

ლიტერატურაში უმაღლესი მწვერვალის მიღწევის შემდეგ მან პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, რის გამოც დემოკრატიის ერთგულ ქომაგს გადასხლებაშიც მოუწია ხანგრძლივად ყოფნა. 1859 წელს საყოველთაო ამნისტიით შეწყალება პოლიტიკურ დევნილებსაც შეეხო, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. იგი საფრანგეთში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა იმპერია დაეცა და ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა. 1871 წელს ვიქტორ ჰიუგო ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს. იგი საფრანგეთსა და გერმანიას შორის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული სამშვიდობო ხელშეკრულების იმდენად შეუპოვარი მოწინააღმდეგე იყო, რომ ამან „მემარჯვენე პარტიის“ სიბრაზე გამოიწვია. როცა იგი ცდილობდა ასამბლეის წევრებისთვის მიემართა, ოპოზიცია იმდენად მღელვარებით შეხვდა მას, რომ ტრიბუნა მიატოვა და საერთოდ უარი თქვა ასამბლეის წევრობაზე.

 

მწერალი საფრანგეთიდან ბრიუსელში გადავიდა, მაგრამ მისი იდეების აქტიური ქადაგების გამო, ბელგიის მთავრობამ აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა. ჰიუგო ბელგიიდან ლონდონში გადაბარგდა და თავის შვილთან ერთად დემოკრატიული ჟურნალის გამოცემას შეუდგა. მისი ორი ვაჟი, ჩარლზი და ვიქტორი ლიტერატურის დარგში ცნობილი ადამიანები გახდნენ.

 

ვიქტორ ჰიუგო დაუღალავი პიროვნება გახლდათ. როგორც ამბობენ, მას ორი მდივანი ემსახურებოდა და მის მიერ წარმოთქმული ფრაზები სწორედ მათ გადაჰქონდათ ქაღალდზე. თავად კი ოთახში ბოლთას სცემდა, თავი ოდნავ ჭერისკენ ჰქონდა მიპყრობილი და მისი ბაგეებიდან წარმოთქმულ სიტყვებს მდივანი გულმოდგინედ იწერდა.

 

დიდი მწერალი 1885 წლის 22 აგვისტოს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და სახელმწიფო ხარჯებითა და დიდი პატივით დაკრძალეს.

 

 

ვიქტორ ჰიუგოს გამონათქვამები (1802-1885)

 

 

კაცს, რომელმაც მშობლიური ენის გარდა სხვა უცხო ენები არ იცის, იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ კი ის გენიოსი არაა, აუცილებლად ექნება იდეების ნაკლებობა.

 

არაფრის კეთება ბავშვებისთვის ბედნიერებაა, მოხუცებისთვის კი უბედურება.

 

ხანდახან საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ უნდა დაემორჩილო ქალს, რათა ზოგჯერ გქონდეს იმის უფლება რომ მბრძანებლობა გასწიო მასზე.

 

ბუნებამ კენჭი და ქალი შექმნა. ქვის გრავერი ბრილიანტს აკეთებს, მიჯნური კი ქმნის ქალს.

 

ერთი ხელით ვწერ, მაგრამ ორივეთი ვბრძოლობ.

 

 

მას, ვისაც სიღარიბის მტკიცედ და შეუდრეკლად გაძლების უნარი არ აქვს, თავისუფლად ყოფნის უნარიც წართმეული აქვს.

 

შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.

 

მიყვარს ყველა კაცი, ვინც კი აზროვნებს, ისინიც კი, ვინც ჩემგან განსხვავებულად აზროვნებენ.

 

პოპულარობა? ეს ხომ სახელმოხვეჭილობის მცირედი ცვლილებაა.

 

ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობა სიბრმავეა.

 

თავისუფლება ხელოვნებაში, თავისუფლება საზოგადოებაში, ეს არის ორმაგი მიზანი, რისკენაც ყველა თანმიმდევრული და ლოგიკური გონება უნდა მიისწრაფვოდეს.

 

ევროპელებს შორის ომი, სამოქალაქო ომია.

 

არასოდეს დასცინო მათ, ვინც იტანჯებიან. დატანჯე ზოგჯერ ისინი, ვინც იცინიან.

 

ოჰ, დიდებულო ღმერთო! გთხოვ, გახსნა სიბნელის კარიბჭე, რომ შევძლო ამ ადგილის დატოვება და გაუჩინარება.

 

მე დავბრუნდები მაშინ, როცა დაბრუნდება თავისუფლება! (წარმოთქმული 1859 წელს, როცა ვიქტორ ჰიუგო გადასახლებიდან საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავდა).

 

განსწავლულმა კაცმა იცის, რომ მან არაფერი არ იცის.


ჩემი მსგავსი კაცები აუტანელნი არიან მანამ, სანამ გარდაიცვლებიან. სიკვდილის შემდეგ კი ისინი საჭირონი და დაფასებულნი ხდებიან.


ბრძენი კაცი კი არ ბერდება, არამედ მწიფდება.


არმიების შემოსევებს შეიძლება რომ წინააღმდეგობა გაეწიოს, მაგრამ იდეებისას არა.


კრედიტორი უფრო უარესი ვინმეა, ვიდრე მონათმფლობელი. ოსტატისთვის მონათმფლობელი მხოლოდ მისი პერსონის მფლობელია, კრედიტორი კი ფლობს შენს ღირსებას და შეუძლია განკარგოს იგი.

 

ჩვენი ცხოვრება უტოპიაზე ოცნებობს, ჩვენი სიკვდილი კი სრულყოფილებას აღწევს.

 

დესპოტიზმი ხანგრძლივი დანაშაულია.


არავის შეუძლია საიდუმლოს შენახვა ბავშვებზე უფრო უკეთესად.

 

შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა.


guardian.ge

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი