მერაბიშვილის სკანდალური ვიდეოს გაგრძელება: როგორ მოითხოვდა სააკაშვილი სამხედროების სამაგალითოდ დახვრეტას!!!
30-01-2014, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამ კადრებში ვანო მერაბიშვილი ჩვენს გვამებს ითხოვდა – მას ჩემი, გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის გვამები უნდოდა", – ამის შესახებ "მუხროვანის ამბოხის" საქმეზე გასამართლებულმა ლევან ამირიძემ "კვირასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. პოლიტპატიმარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანის მოვლენებს ასახავს.


"ეს იყო მაშინდელი მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი. ვანო მერაბიშვილს სააკაშვილისგან პირდაპირი მითითება ჰქონდა, რომ ჩვენი ლიკვიდაცია მომხდარიყო. ჩვენი გვამები უნდა დადებულიყო! კარგად გვახსოვს, ჩვენ ძებნაში ვიყავით მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიწიდან უნდა ამოვეთხარეთ. უნდა დავსჯილიყავით ისე სამაგალითოდ, რომ მსგავსი რამ, დაახლოებით 20 წელიწადი აღარავის გაებედა…ეს იყო პირდაპირი დავალება და აგერ, საზოგადოებამ დღეს უკვე ნახა, რაც ხდებოდა სინამდვილეში… ბოლობოლო ეს კადრები სააშკარაოზე ვიღაცამ გამოიტანა… ნახეთ, როგორ ლაპარაკობს ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი გვამებზე, რომლებიც მას რაღაცის "გასაპრავებლად" სჭირდებოდა…და მოხდა ისე, რომ ამ "სპეცოპერაციიდან" დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ღალატით მოგვეპარნენ და ჩაგვცხრილეს. გია კრიალაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის…მე და ოთანაძე კი ღმერთის სასწაულით გადავრჩით…
ეს ჩანაწერი მე დღეს პირველად ვნახე…ვფიქრობ, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით. მათ უნდა გამოიძიონ და დადონ დასკვნა – ეს ამბოხი იყო, პროტესტი, თუ რა …რატომ მოკლეს გია კრიალაშვილი და რატომ ჩაგვცხრილეს ჩვენ იმ მანქანაში…. რისი გულისთვის…რატომ საუბრობენ ასე ადვილად ადამიანების ლიკვიდაციზე… ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და განაჩენი უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ.
მე პირადად ამ ვიდეოჩანაწერიდან არაფერი გამკვირვებია… მათ ჩვენნაირად ქუჩაში 245 კაცი, უდანაშაულო ხალხი ჩახოცეს", – განაცხადა "კვირასთან" ინტერვიუში ლევან ამირიძემ.

 


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე ცოტა ხნის წინ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცოპერაციაზე ჩანან. ვანო მერაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეებს 2 ადამიანის მკვლელობას უკვეთავს.

 

სკანდალური ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" იხილეთ ბმულზე: See more at: http://guardian.ge/149-skandaluri-video-sadac-vano-merabishvili-ambobs-ori-gvami-mtcirdeba-momitaneth-es-ori-gvami-vsio-premia-didia-video.html#sthash.uxc92twX.dpuf 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4593 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი