შალვა ნათელაშვილი: მე მოგიყვებით, როგორ გადაწყდა პუტინთან „სხადნიაკზე“ ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში
09-07-2016, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „პრო-პუტინისტურს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ჩვენ გვყავს პუტინის მონა ხელისუფალი“, რომელიც რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.

 

 

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში „შაბათის კურიერში“ ისაუბრა იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძის განცხადებას ეხებოდა. ნათელაშვილმა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის მისეულ ვერსიაზეც ისაუბრა.

 

 

„ელჩმა თქვა ნახევრად სიმართლე, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არიან არა მარტო პრო-რუსული ძალები, არამედ მთლიანად ხელისუფლებაა პრო-პუტინისტური. მე მოგიყვებით ახლა ექსკლუზივს, ერთ ძალიან სერიოზულ ამბავს, როგორ გადაწყდა ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში. ერთ-ერთ შეკრებაზე, ასე ვთქვათ, რუსები რომ ეძახიან „სხადნიაკზე“ ბატონ პუტინთან, დერიპასკას ჰკითხა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა: „ა გდე ეტა ტვოი დრუგ, ია ეგო შტანუ სნიმუ“, მე მას შარვალს გავხდიო, სად არისო შენი ძმაკაციო, რომელსაც აქ ფული გავაკეთებინეთო, რუსეთშიო და ასეც მოხდა ხო? და ის ერჩივნა, შარვლის გახდა ერჩივნა ივანიშვილს, ნამუსის ახდას, რაც მას მას დაემართა, აი ამ პუტინის რეკო... (სიტყვას ნახევრად ამბობს). აი ეხლა სწორად გამიგეთ. ჩვენ გვაწყობს პუტინის და რუსეთის მეგობარი, კი, ბატონო, ხელისუფლება, რომელიც დაიწყებს რუსეთთან მუშაობას, რის შემდეგაც აღარ წაიყვანენ ჯონჯოლის საკრეფად წასულ ჩვენ გლეხებს ცხინვალის იზოლატორში, რის შემდეგაც აღარ დაიწყება ბორდერიზაცია, რის შემდეგაც დაიწყება ტერიტორიული ინტეგრაცია, ჩამოვა დელეგაციები ცხინვალიდან, ჩამოვა დელეგაციები სოხუმიდან, ჩავალთ ჩვენ იქ, აღვადგენთ ძმობის და მეგობრობის ხიდებს. ასეთი რუსული, რუსეთის მეგობარი მთავრობა, კი, ბატონო, რაზეა საუბარი, რომელიც უვიზო რეჟიმს დააწესებს რუსეთთან, რომელიც დაგვიბრუნებს რუსეთის ბაზარს, მაგრამ ჩვენ გვყავს პუტინის მონა ხელისუფალი, მონა, რომელიც არ არის მისი არც პარტნიორი და არც მეგობარი და რომელიც რასაც უბრძანებს, იმას გააკეთებს. აგერ, ვასილ მჟავანაძეს უბრძანა ხრუშჩოვმა ქართველების გადასახლება შუა აზიაში და მჟავანაძემ იმდენი ქნა, რომ გადატრიალება მოუწყო ნიკიტა ხრუშჩოვს, აქვე დააპატიმრეს - სოჭა-ბიჭვინთაში ისვენებდა - ჩაიყვანეს პლენუმზე და გაუშვეს მოუსავლეთში, პოლიტიკურ მოუსავლეთში. აი, ასეთი ხელმძღვანელები გვყავდა მაშინაც კი, საბჭოთა კავშირის დროს და დღეს ივანიშვილს რომ უბრძანოს საქართველოს გასახლება პუტინმა შუა აზიასა თუ შუა აზიის იქით თუ აქეთ, დარწმუნებული ვარ, ხმას არ ამოიღებს, კნავილს ვერ გავიგებთ მისას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 13
#13  მალხაზი
      
შალიკოს პატარა ცეხი სახელად *ლეიბორისტული პარტია* სულ მოწამწკარებს მისთვის. სახლი , კარი, დუშეთში სასახლე არ შია, არ წყურია და არ სცივა ზამთარში. აი ესეთი ხრავენ ჩვენს ბიუჯეტს. ქრონიკული ოპოზიციონერია და წველავს ვინც მოსაწველია. გიჟი ხომ არ არის რამეზე იყოს პასუხის მგებელი.....
7 ივლისი 2019 04:26
#12   luziko luzi
      
რომ არა სააკაშვილი დღესაც ნაგავში ეყრებოდით, რაც შეეხება სალიკიას საქართველოში არასოდეს არაფერი მოუპარავს, სუფთა კაცია!
6 ივლისი 2019 06:03
#11   თინიკო
      
რამდენჯერ ვიყავი ჯორჯ კენედის აეროპორტში,სულ იქ გდია ეგ უნამუსო კლოუნი. მიაქვს და მოაქვს დანოსები საქართველოზე!
ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებ შალიკიე და ნამდვილად მეცოდება შენი ოჯახი,რომ ასეთი გარეწარი და არაკაცი მამა და ქმარი ყავთ!
7 იანვარი 2019 12:16
#10  სიმართლე
      
საიდან იცი შალიკო დაწვრილებით შენც იქ იყავი და პუტინს ეტენებოდი მე ჩამაბარეთ საქართველოო და იმათმა არ გენსდეს და ბიძინა გამოუშვეს ხომ მოსკოვშიც კი იციან რა მთხლეც ხარ
7 იანვარი 2019 11:00
#9   David
      
სასწრაფოდ ლუსტრაციის კანონი! მეორე დღესვე მოგვშორდება შალიკოც, ახლანდელი და ძველი პოლიტიკოსების 99,999...%!
1 ივლისი 2018 03:44
#8   დიანა
      
შალიკიე ბიჯო,გროშის ფასი აქვს შენს ხუნტრუცს და ამას თუ ვერ ხედავ, მართლა ცუდად გქონია საქმე შე უდღეურო tongue
30 ივნისი 2018 06:48
#7   Zoro
      
ესე თქვას ალბათ სააკაშვილის გამზრდელმა ბიძამ, KGB-ს გენერალმა თემურა ალასანიამ და ,,ვარდების გადატრიალების" სცენარის ავტორებმა ივანოვმა და ეგორა გიორგაძემ უთხრა, რომლებმაც მთელი საქართველო დააყაჩაღეს და მაშინ ამას არ აპროტესტებდა ეს აფერისტი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისებული აქტივების სია:

1. ჟინვალჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;

2. რიონჰესი-რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;

3. გუმათი1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

4. გუმათი2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

5. ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

6. შაორჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

7. ვარციხე1-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

8. ვარციხე2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

9. ვარციხე3-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

10. ვარციხე4-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

11. ხრამი1-რუსული კომპანია “რაოესი”;

12. ხრამი2-რუსული კომპანია “რაოესი”;

13. ხრამი3-რუსული კომპანია “რაოესი”;

14. ხრამი4-რუსული კმპანია “რაოესი”;

15. ხრამი5-რუსული კომპანია “რაოესი”;

16. ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია “გაზპრომი”;

17. გაზ.კომპანია “იტერა”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;

18. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა;

19. გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

20. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

21. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

22. “მადნეული”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

23. “კვარციტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

24. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”;

25. კომპანია “ბილაინი”-რუსული კომპანიაა;

26. “აზოტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

27. “გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;

28. “ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;

29. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

30. ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;

31. არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო-რუსული კომპანია “ბატუსი”;

32. თბილისის წყალი-რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.
30 ივნისი 2018 05:59
#6   გოგა
      
შალო,ვერ ხედავ კუილის ფასი აქვს შენს ხუნტრუცხს?
დაყენდი რა!
22 აპრილი 2018 06:59
#5  უშანგი
      
სამარცხვინო კაცია ეს შალვა :(
2 ივლისი 2017 06:37
#4   malkhaz
      
სწორეს ამბობს, რას ერჩით?!
ხიხო გველხოკერაა და პუტინის ყურმოჭრილი მონაა.
რა შეიცხადეთ?!
31 დეკემბერი 2016 03:00
#3   neli chunburidze
      
ღმერთია მოწმე ამ კაცს ერთხელ მივეცი ხმა და ღმერთისგანვე ვითხოვ შენდობას. საიდან აქვს ამ კაცს, სულ, ამდენი ინფორმაციები. გვითხრას ვის ახმოვანებს ხოლმე. ადრე რუსეთის აგენტად ინათლებოდა. როგორც ჩანს გაიგო თუ ამერიკა ამერიკა არ იყვირე არაფერი მეშველებაო და იმდენი იძახა ვაშინგტონში "დაუნ დიქტაიტე" მგონი გააგონა კიდეც ვიღაც ვიღაცეებს, ყოველ შემთხვევაში დაანახა მაინც მონდომება. მაგრამ მგონი ვერც ახლა მიაგნო ზუსტ ადრესატს საით დადგეს. ორივეგან დგომა არ შეუძლია, ვერ ახერხებს, რადგან ხალხის ნერვებზე ვეღარ ითამაშებს მაშინ. ამ ქაქანით წამებულის გვირგვინის დადგმა სურს. პასუხისმგებლობას კი, გაურბის. აბა დაიძახოს: ლაშქრის შეყრა მიბრძანებიაო და ვინ გაჰყვება დაინახავს. მე პირადად ამას ასე ვხედავ და ყველას ბოდიში თუ ვცდები.
30 ივლისი 2016 01:51
#2   badri
      
რომელ საუკუნეში ცხოვრობს ეს კაცი!?
10 ივლისი 2016 13:34
#1   jhfvukhyblo
      
ეს ხო აკაგჰავებს რა მაგრად.მოვიდა იმიტომ მოგტჯნეს რო იტჯნებოდი სჰე სირო სჰენ.
9 ივლისი 2016 14:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი