ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია
10-07-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში სტიქიური მოვლენები განვითარდა.

 

 

განსაკუთრებით ადიდდა მდინარე ცხენისწყალი და მისი შენაკადები.  ღვარცოფის შედეგად, ამოივსო ხევები. სოფელ ჭალისთავში ნაპირებიდან გადმოვიდა ღელე, რის გამოც, ცაგერი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადიდებულმა წყალმა მოსახლეობის საკარმიდამოები, ნაკვეთები და სოფლის სასაფლაო დატბორა.

 

 

მეწყერი ჩამოწვა ცაგერი-ალპანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, რის შედეგადაც მწყობიდან გამოვიდა კურორტ ლაშიჭალასთან დამაკავშირებელი გზის 2-3 კილომეტრიანი მონაკვეთი.

 

 

განსაკუთრებით დაზიანდა სოფლების: ზუბი, ოყურეში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი, ლუხვანო, აღვის ადგილობრივი და შიდასასოფლო გზები.

 

 

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე თავის მოადგილეებთან ერთად. სტიქიის სალიკვიდაციოს სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლიციის სამმართველოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემადგენლობამ. უმოკლეს დროში ცაგერი-ქუთაისისა და ცაგერი-ალპანის დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

 

 

სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევს რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორ პარმენ მარგველიძის ხელძღვანელობით. დგინდება ზარალის ოდენობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი