Black Sea Arena-ს კრისტინა აგილერა 30 ივლისს გახსნის
11-07-2016, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს მიმდინარე წლის 30 ივლისს, პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა გახსნის.

 

ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

 

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან www.tkt.ge 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება.  

 

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

 

 

საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ერთ შენობაში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრების ოთახები და სამედიცინო პუნქტი, ხოლო მეორე შენობაში დარბაზის ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი