რომის პაპი საქართველოში ორი ღამით დარჩება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს
11-07-2016, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვატიკანმა, რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომის პაპი ფრანცისკე  მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.

 

 

ვატიკანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, რომიდან იტალიის დროით, დილის 09:00 საათზე გამოემგზავრება და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე იქნება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.    

 

 

ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი შეხვდება: საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის წარმომადგენლებს.    

 

 

შაბათს, 1-ელ ოქტომბერს კი რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდლებს და სხვა სასულიერო პირებს შეხვდება. აღნიშნულის შემდეგ რომის პაპი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა.    

 

 

2 ოქტომბერს, კვირას დილით რომის პაპი ფრანცისკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაცილების ცერემონიის შემდეგ ბაქოში ჩავა, სადაც „Salesian-ის ცენტრში“ მესას აღავლენს. ბაქოში ვიზიტის დროს, ის შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. რომის პაპი ბაქოს 2 ოქტომბერსვე დატოვებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი