სტამბულის აეროპორტზე თავდამსხმელი 23 წლის რუსი რაჰიმ ბულგაროვის ცხოვრება მორცხვი სტუდენტობიდან ჯიჰადისტ თვითმკვლელ ეჭვმიტანილობამდე
12-07-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც რაჰიმ ბულგაროვმა სამხრეთ რუსეთში კოლეჯი დაამთავრა ტურიზმის განხრით და დიპლომი მიიღო, მისი პედაგოგი მოელოდა, რომ იგი სწავლას ისევ განაგრძობდა, რათა აესრულებინა მისი ოცნება – ავტომანქანების შემკეთებელი სახელოსნო გაეხსნა. ამის ნაცვლად ბულგაროვმა მეჩეთში დაიწყო სიარული ისლამის ღვთისმოშიშ მიმდევრებთან ერთად და ახლო ნათესავის მონათხრობის თანახმად, გასულ წელს რამდენიმე თვით ეგვიპტეში წავიდა, აცხადებდა, რომ არაბულის შესწავლა სურდა.

 

 

ამის შესახებ სააგენტო REUTERS–ი წერს, მასალის ქართულ თარგმანს კი guardian.ge გთავაზობთ. 

 

 

თურქულმა მედიამ იდენტიფიცირება მოახდინა 23 წლის ბულგაროვის, როგორც ერთ–ერთი თვითმკვლელი ეჭვმიტანილის, რომელიც 29 ივნისს თავს დაესხა სტამბულის ათათურქის აეროპორტს, როცა 45 ადამიანი მოკვდა და ასეულობით დაიჭრა. თავდამსხმელთაგან დანარჩენი ორი მამაკაციც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყო.

 

 

"როიტერსისთვის" ბულგაროვის მასწავლებლის, იმამის, სკოლის მეგობრების და ახლო ნათესავების მიერ მიცემული ინტერვიუების თანახმად, ორი წლის განმავლობაში ბულგაროვის მორცხვი, ახალგაზრდა მორწმუნის ცხოვრების სტილი ისე შეიცვალა, რომ იგი ეჭვმიტანილ ჯიჰადისტ თვითმკვლელად იქცა.

 

 

მისი საქმე აჩვენებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგანან რუსული სპეცსამსახურები – ათასობით ახალგაზრდა ადამიანიდან, რომლებიც ისლამის ულტრა კონსერვატიული ფორმების მიღებისკენ იხრებიან, პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება მოახდინონ, – წერს "როიტერსი".

 

 

ბულგაროვი რუსეთის რეგიონის, ყარაჩაი– ჩერქეზეთის მხარეში აღიზარდა. აღნიშნული რეგიონი ჩრდილო კავკასიის მთების ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ ბევრი ადამიანი მუსლიმია, მაგრამ ჩრდილო კავკასიის სხვა ახლომდებარე რეგიონების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთისაგან განსხვავებით, იქ არ მძლავრობს უკომპრომისო ისლამური ტრადიციები და არ ყოფილა აჯანყება მოსკოვის წინააღმდეგ.

 

 

ბულგაროვის ოჯახის საცხოვრებელი სახლი სოფელ იკონ–ხალკში მდებარეობს, სადაც დასახლებულნი არიან თურქული ეთნიკური ჯგუფის – ნოღაის ხალხები.

 

 

მისი აღზრდა კომფორტულად წარიმართა. მამამისი ტრაქტორის მძღოლია. მისი ბებია სოფელში მაღაზიის მფლობელია და სხვადასხვა სახის ნივთებთან ერთად დედამისის მიერ დამზადებულ საჭმელებს ჰყიდის.

 

 

კოლეჯის დირექტორის მარჯან დაგუჯიევას თქმით, ბულგაროვისთვის კოლეჯის სწავლის ხარჯები, მისი დიპლომის მიღებამდე, ოჯახს დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი დაუჯდა, რაც ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით მნიშვნელოვან თანხად ითვლება.

 

 

კოლეჯში ბულგაროვი მორცხვი იყო.

 

 

"როდესაც ის გაბედავდა კლასში სიტყვის თქმას, ეს უკვე ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო", – თქვა ევგენი რომანენკომ, მისმა თანაკლასელმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ იმ დროს ბულგაროვი ეწეოდა სიგარეტს და სვამდა ალკოჰოლს – ორივე ეს ჩვევა, ისლამის უმეტესი ინტერპრეტაციის თანახმად, აკრძალულია.

 

 

კოლეჯში მისმა მასწავლებელმა, გორ კურგინიანმა თქვა, რომ ბულგაროვი მისი საუკეთესო სტუდენტი იყო, რომელიც მცირე ბიზნესის დაწყებაზე ოცნებობდა.

 

 

"იგი ოცნებობდა მისსავე სამეზობლოში, გზის პირას ავტომანქანების შემკეთებელი სალონი გაეხსნა", – განაცხადა კურგინიანმა.

 

 

ბულგაროვმა კოლეჯი 2011 წელს დაამთავრა და მისი პედაგოგები მოელოდნენ, რომ იგი სადმე, მაგალითად, ახლოს მდებარე ქალაქ პიტიგორსკში, სწვლას უნივერსიტეტში განაგრძობდა.

 

 

მაგრამ როდესაც კურგინიანი დაახლოებით 2 წლის წინათ მისი ყოფილი სტუდენტებიდან ზოგიერთს შეხვდა, მან მოულოდნელი ახალი ამბავი გაიგო იმის შესახებ, რომ ბულგაროვმა მისი ცხოვრება ისლამს მიუძღვნა.

 

 

"მე ვკითხე ახალგაზრდებს" 'და როგორ არის რაჰიმი?'" – თქვა კურგინიანმა. "მათ მითხრეს, რომ იგი ... ისლამის მიმდევარი გახდა".

 

 

ახლო ნათესავის თქმით, კოლეჯის დასრულების შემდეგ, იგი ფერმაში და მის მშობლიურ სოფელ იკონ–ხალკში მშენებლობაზე მუშაობდა. მაგრამ სოფელი იცვლებოდა. 2013 და 2014 წლებში, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა თავინთი ქუჩის დასასრულს მდებარე მეჩეთში დაიწყეს სიარული, ისლამის შესწავლას მიჰყვეს ხელი თავიანთ ცხოვრებაში პირველად, და განსაკუთრებით კი რწმენის ძალიან მკაცრი ინტერპრეტირების მიმართულებით. ზოგიერთმა მათგანმა ისლამის რადიკალური ფორმა აირჩია, რაც მათი შეგრძნებით, სთავაზობს გზებს უსამართლობებთან გასამკლავებლად.

 

 

ეს ასახავს მთელი კავკასიის მასშტაბით ამ მხრივ არსებულ ტენდენციას.

 

 

"უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მეჩეთში სიარული", განაცხადა ბულგაროვის სოფელში მდებარე მეჩეთის იმამმა, აბდულა კუმიკოვმა. "ადრე ძალზე ცოტა თუ ესწრებოდა პარასკევის ლოცვებს, დაახლოებით 10 ადამიანამდე, ახლა კი 40–50 მორწმუნე მოდის და დაახლოებით მეჩეთის ნახევარ სივრცეს ავსებენ".

 

 

როდესაც "როიტერსის" რეპორტიორი გასულ კვირას ბულგაროვის სოფელს სტუმრობდა, რამდენიმე, 20–დან 30 წლამდე და 30–დან 40 წლამდე ასაკის ადამიანი მეჩეთის გარშემო დაიარებოდა. მათ უარი განაცხადეს ქალ რეპორტიორთან საუბარზე და დაჟინებით მოსთხოვეს არ გადაეკვეთა მეჩეთის ეზოს ზღურბლი, რადგან მათი თქმით, ქალები არ დაიშვებიან შიგნით.

 

 

იმამი, რომელმაც ვერ ახსნა რატომ მოაწყდა მორწმუნეთა ნაკადი მეჩეთს, რეპორტიორს მეჩეთის პერიმეტრის გარეთ ესაუბრა.

 

 

მან თქვა, რომ ბულგაროვი მეჩეთში პირველად 18 თვის წინათ მივიდა, და მის დატოვებამდე რეგულარულად ლოცულობდა.

 

 

ახლო ნათესავის თქმით, ბულგაროვი გასულ წელს ეგვიპტეში არაბული ენის შესასწავლად, რამდენიმე თვით წავიდა, მაგრამ უცნობია დეტალები, თუ რას აკეთებდა იქ იგი. ეგვიპტის ხელისუფლებამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

 

ახლო ნათესავმა თქვა, რომ ბულგაროვმა სახლი მეორედ ამა წლის მარტში დატოვა და მის ოჯახს უთხრა, რომ იგი რუსეთის მაღაროელთა დასახლებაში, ლაბიტნანგში სამუშაოს საძებნელად მიემგზავრებოდა.

 

 

ამის შემდეგ კი ნათესავებმა მისი ადგილმდებარეობის თაობაზე გაიგეს მაშინ, როცა მის შესახებ, როგორც სტამბულის აეროპორტში თავდასხმაში მონაწილე ეჭვმიტანილზე გავრცელდა ინფორმაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი