"დაეკითხოს სასამართლო ვანო მერაბიშვილს, რისთვის უნდოდა ეს გვამები"
30-01-2014, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე "კვირასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებული სკანდალური ვიდეოკადრები მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ მისთვის ამ ჩანაწერში სიახლე არაფერია.


"ვიდეოჩანაწერი ვნახე და მანდ ყველა ის პირია წარმოდგენილი, რომლებიც მუხროვანის მოვლენებში ჩართულნი იყვნენ. ხომ ხედავთ, ყველაფერს ნელ-ნელა უკვე ნათელი ეფინება. თუმცა ჩვენთვის ეს ფაქტი აქამდეც ცნობილი იყო… კაცს უნდოდა ორი გვამი – მეტი არაფერი! იმისთვის, რომ გაემართლებინათ თავიანთი სცენარი და ამ ჩანაწერში ზუსტად მაგაზეა საუბარი… მაგათ სულ გვამები უნდოდათ… საბოლოო ჯამში, აბსურდის თეატრი მივიღეთ. გვამები ორიც დადეს და სამიც… ღმერთმა ორი მათგანი გადაარჩინა – ოთანაძე და ამირიძე… ცხონებული გია კრიალაშვილი კი შეიწირეს… მაგაზეა საუბარი. მაგათ უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდათ, მავნებლები იყვნენ. დაეკითხოს სასამართლო ვანო მერაბიშვილს, რისთვის უნდოდა ეს გვამები და გასცეს მან კანონის წინაშე პასუხი! 9 წლის განმავლობაში, სულ ჩახმახშეყენებული იყო მთელი ერი! ვის სად, ან რომელ მოსახვევში წამოაქცევდნენ, ღმერთმა უწყის…


რაც შეეხება ამ ჩანაწერს, პირველად ვნახე, მაგრამ რად უნდოდა ამ ჩანაწერს ნახვა, როდესაც სასამართლოში წარდგენილია არსებული მტკიცებულებები, სადაც იმდროინდელი ქვეყნის მთავარსარდალი პირდაპირ მითითებებს იძლევა, ვინ უნდა დაიჭირონ, თუ ვინ უნდა გაანადგურონ… ვინ უნდა დადიოდეს ამ ქალაქში, და ვინ არ უნდა დადიოდეს. ხალხი დღეს ტყუილად არ ითხოვს, რომ სამართალი აღდგეს ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ვარაუდების ენით საუბარი და სამართალს თავისი ფასი უნდა დაედოს". – აღნიშნა კობა კობალაძემ "კვირასთან" ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე "კვირასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებული სკანდალური ვიდეოკადრები მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს.

 


Youtube-ზე ცოტა ხნის წინ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცოპერაციაზე ჩანან. ვანო მერაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეებს 2 ადამიანის მკვლელობას უკვეთავს.

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4575 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი