გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი 15 ადამიანის სია რომ შევადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულს - 10-0-ს იგებს „ნაციონალური მოძრაობა“
13-07-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის 15 ახალი სახის წარდგენას guardian.ge-სთან საუბარში, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აფასებს. იგი „ქართული ოცნების“ დღეს წარმოდგენილ ახალ სახეებს „ღრმა ზურგიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაშვებულ მეომრებად“ აღიქვამს და ფიქრობს, რომ მათი ორი პარამეტრით - ცნობადობის ინდექსითა და დებატების წარმოების უნარით - მათივე ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ათეულთან შედარება, ამ უკანასკნელს აბსოლუტურად მომგებიან პოზიციაში აყენებს, უფრო ზუსტად კი, ხუხაშვილისთვის ეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 10-0-ის მოგებას ნიშნავს.

 

 

„უარყოფითი ემოციები არ მაქვს, ახალგაზრდები არიან და ახლა იწყებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და მე ვუსურვებ მათ წარმატებებს. თუმცა, თვითონ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, საკმაოდ უხარისხოდ გამოიყურება იმიტომ, რომ ღრმა ზურგიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაშვებული მეომარი ვერ იბრძოლებს სრულფასოვნად. პოლიტიკაში ადამიანის ინტეგრაცია როგორ ხდება - ჯერ არის პირველი ეტაპი, მისი ცნობადობის გაზრდა, მეორე ეტაპი კი გახლავთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოცდილება, პოლიტიკური დებატების წარმოების ინდექსი. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი პრაქტიკა. ამ ადამიანებს ეს ყველაფერი არ გააჩნიათ. პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში მათი ინტეგრაცია, მათ აყენებს ძალიან რთულ მდგომარეობაში ოპონენტებთან.

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი 15 ადამიანის სია ამ ორი პარამეტრით (ცნობადობის ინდექსი და დებატების წარმოების უნარი) რომ შევადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულს - ე.წ. ახალ სახეებს, 10-0-ს იგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიის ათეულიდან ყველას აქვს მაღალი ცნობადობა და ძალიან დიდი გამოცდილება მედიასთან ურთიერთობისა და საჯარო სივრცეში აქტიური მოქმედებების და ა.შ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ამ სახეებს რომ მოუწევთ დებატებში მონაწილეობა, ბუნებრივია, მათ შანსი არ აქვთ. ერთადერთი უნდა იძახონ სისხლიანი 9 წელი, მაგრამ სხვა არგუმენტის თქმას ვერ მოახერხებენ. ეს კი მათ აყენებს ძალიან რთულ მდგომარეობაში.



„თუ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ახალი სახეების გამოყვანა, მათ უნდა ეზრუნათ დღემდე და უნდა ეზრუნათ ამ ადამიანების ცნობადობის ფორმირებაზე, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ვინ არიან ეს ადამიანები. გარდა ამისა, პარტიას დიდი ხნით ადრე უნდა დაეწყო მათი ინტეგრაცია საჯარო სივრცეში. არც ერთი და არც მეორე არ გაკეთდა. ფაქტობრივად, ეს ადამიანები რომლებიც, ფიგურალურად ვამბობ ამას, ზურგიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაუშვეს ისე, რომ არც სროლა ასწავლეს, არც ფორმა ჩააცვეს, არც ბრძოლის ტაქტიკა ასწავლეს და არც ის აუხსნეს რომ, იქედან ტანკი რომ წამოვიდეს და გესროლოს, რა უნდა გააკეთო. არაფერი აუხსნეს და პირდაპირ დესანტად გადასხეს მტრის ზურგში. ეს ღრმა არაპროფესიონალიზმია, დამეთანხმებით. თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ მე ეს არ მიკვირს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“, სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში, მე პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური ანალიზის სიმპტომებსაც კი ვერ ვხედავ. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ და ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ სწორად? ასე რომ, კანონზომიერია ყველაფერი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

შეკითხვაზე - ხომ არ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი სახეების წარდგენა პარტიის ერთგვარ ტაქტიკას წარმოადგენს და მომავალში დასახელებული კანდიდატების დიდი ნაწილი შესაძლოა, რომ ისევ ძველი სახეები იყვნენ? - ხუხაშვილი პასუხობს:

 


„მე გეტყვით ამის შემდეგ რაც მოხდება. ახლა შეეცდებიან ამ ადამიანების საჯარო სივრცეში ინტეგრაციას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დამთავრდება, გამოუცდელობის გამო, ე.წ. კოღუაშვილის სინდრომით. თითო-თითო სისულელეს იტყვიან რაღაცას და მოუწევთ გაჩერება. წინა პლანზე წამოვლენ ისევ „ქართული ოცნების“ ძველი სპიკერები. ამით დასრულდება ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს ძალისხმევა, ტაშ-ფანდური წყალში გადაყრილი გამოვა საბოლოო ჯამში“, -აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 


Guardian.ge-ს მორიგ შეკითხვას - პრემიერ მინისტრმა 15 კანდიდატის წარდგენისას, ხაზი გაუსვა მათი ნაწილის დასავლურ განათლებას. თქვენი აზრით, ეს ხომ არ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამომრჩეველში „ქართულ ოცნებისადმი“ ნდობის ამაღლების კუთხით? - პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ეს „ერთჯერადი მოხმარების პროდუქტია“ და აღნიშნული რამ შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ველზე „შემოიყვანდა ან გადაიბირებდა ბრენდირებულ ფიგურებს“.

 

 

„საქართველოში მე მგონი აღარ დარჩა ახალგაზრდა, რომელსაც სამთვიანი ან ერთწლიანი სერტიფიკატი არ აეღო რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტის. აქ ხომ არ არის ლაპარაკი სრულფასოვან განათლებაზე. იგივე ჩუგოშვილი ერთი წლით იყო წასული. თუმცა, ამაშიც არ არის საქმე. კი ბატონო, განათლება გავიგეთ, მაგრამ მერე რა?! ეს კარგია, მოგვეწონა, მაგრამ ეს ხომ ერთჯერადი მოხმარების პროდუქტია. როგორც კი ეს ადამიანები დებატებში დასხდებიან თბილისში განათლებამიღებულ რომელიმე სხვა პარტიის გამოცდილ სპიკერთან, წააგებენ. მერე სად მიდიან?

 

 

კი, თავისთავად რაღაც იმედი შემოდის, ცუდი არ არის ეს პროცესი, თუმცა, ამაზე ახლა რაღაც დიდი იმედების დამყარება... ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ შემოიყვანდა ან გადაიბირებდა ბრენდირებულ ფიგურებს, პოლიტიკაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან რაიმე სხვა სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ცნობადობის ადამიანებს - ასეთები არ ჰყავს. სანამ „ქართული ოცნების“ ახალი სახეების ცნობადობის აწევა მოხდება, მანამ არჩევნებიც მოვა და როდის აპირებენ ამას? დარწმუნებული ვარ, ახლა ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო თბილისის ქუჩებში, ერთს ვერ იპოვი, რომ ამ დასახელებული 15 კანდიდატის გვარებიდან დაახლოებით, 5-ის დასახელება მაინც შეძლოს. მათ ნულოვანი ცნობადობა აქვთ - ეს არის პრობლემა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

კომენტარები: 5
#5  ვოვა
      
ბატონო გია ! თქვენი მოსაზრება გასათვალისწინებელია აუცილებლად !!!!
14 ივლისი 2016 06:18
#4   UKNWN
      
ამას ექსპერტული აზროვნება ქვია და არა ბოღმა, განსაკუთრებით სწორად ჩამოაყალიბა პოლიტსახეების შერჩევისა და ბრენდირების ეტაპები როგორ ხდება,
14 ივლისი 2016 01:41
#3   david davidov
      
ბოღმა ,ბოღმა, ხალხს ყელში ამოუვიდა დამბოლებლები , ამაზე რას იტყვი ბოღმიანო კაცუნავ?
13 ივლისი 2016 23:15
#2   ნუგზარ ქელბაქიანი
      
ბატონ "რომიკას" მინდა გამოვეხმაურო, ბატონო "რომიკ" ჯერ ქართულად მეტყველება და წერა ისწავლედ და პოლიტკომენარები მხოლოდ ამის შემდეგ აკეთეთ. :)
13 ივლისი 2016 23:06
#1   რომიკა
      
ბატონო გია! პატივს გცემდით როგორც ექსპერტს, მაგპამ ვატყობ ბოღმა გახრჩობთ. ვეღაე ხსრთ ობიექტური. გატყობათათ აშკარა მიკერზოულობა. ბოღმა მოურჩენი დაავადებაა.ფრთხილად იყავით. უკვე წონაშიც დაიკელით. შემეცოდეთ, როგორც ადამიანი და როგორც ექსპერტი

ციტატა: რომიკა
ბატონო გია! პატივს გცემდით როგორც ექსპერტს, მაგრამ ვატყობ ბოღმა გახრჩობთ. ვეღარ ხართ ობიექტური. გატყობათ აშკარა მიკერზოულობა. ბოღმა მოურჩენი დაავადებაა.ფრთხილად იყავით. უკვე წონაშიც დაიკელით. შემეცოდეთ, როგორც ადამიანი და როგორც ექსპერტი
13 ივლისი 2016 16:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი