ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
05-02-2015, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში ბიზნესი "აბსოლუტურად თავისუფალია", თუმცა მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან და თუ კი რომელიმე თანამდებობის პირი, მინისტრი, მერი თუ გამგებელი, ამგვარ ბარიერებს შექმნის, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს.

 


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მას, ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს რამდენიმე დღის წინათ ჰქონდათ შეხვედრა მსხვილ ბიზნესმენებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

 

 

"მე დავინტერესდი, რა პრობლემები ექმნება ან რა შეფერხებები აქვს ბიზნესს. მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში, შემოსავლების კუთხით და ზოგადად. ბიზნესი რომ აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ერთხმად აღიარებს. ერთადერთი მინდა მოვუწოდო ყველა ფუნქციონერს, ყველა სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტს, გამგებელს, მერს თუ სხვა - მაქსიმალურად დავუჩქაროთ ყველა პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ დროულად და ეფექტიანობა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი მოწოდება და მთავარი ამოცანაა.

 

 

"ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს სახელმწიფოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრებს მიმართა, მისი მოწოდება მიიღონ როგორც დავალება, რომელიც თითოეული თანამშრომლის დონეზე უნდა იქნას მიტანილი.

 

 

"თუ ვინმე შექმნის ბარიერს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დააყენონ მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 4
#4   irakli
      
ქართული ოცნების იმედი ვქონდა და ამათმაც ვერ შეძლენ არაფრის გამკეთებლები არ არიან ამაში გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ უშლიან ხელს ბიზნესის განვითარებას და კერდძოთ თუ გაინტერესებთ გეტყვით ირაკლი კობახიდძის დედა ქალბატონი თამარი...................
9 მაი 2015 00:12
#3   tamar latibashvili
      
მე ვფიქრობ რამდენადაც შესაძლებელია ლიბერალური უნდა გახდეს საგადასახადო კოდექსი. გადასახადები მაქსიმალურად უნდა შეუმცირდეთ ბიზნესმენებს, ხოლო ჯარიმები გაიზარდოს მაქსიმალურად, კატასტროფულად, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაზე ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს ბიზნესის ხელშეწყობისა და მისი განვითარების გარეშე. ეკონომიკა თუ დადგება ფეხზე მერე ყველაფერს ეშველება, მათ შორის ადამიანების ფსიქიკაც დალაგდება
5 თებერვალი 2015 11:06
#2   soso
      
კარგია! ასე თუ ისე, უკვე რაღაც კონკრეტულობაა! რაღაქც ზრუნვაა! ბ-ნო ირაკლი, ქართულ ენაზე თუ ვიზრუნებთ ძალიან კარგი იქნება! ძალიან საჭიროა!!! ქართული ლიტერატურული სახელმწიფო ენა მახინჯდება! ნადგურდება! მზად ვარ სამსახურისთვის! პატივისცემით სოსო ლებანიძე - გამომცემლობა "საქართველოს" (ყოფილი) რედაქტორი, "ქართული კალენდრის" რედაქციის გამგე 1986 - 1995 წწ-ებში, "დედის დღე" - 3 მარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პოპულარიზატორი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II კურთხევით და ა.შ. მურმან ლებანიძის ძმისშვილი
5 თებერვალი 2015 06:21
#1   emzari jgerenaaia
      
ამ კრიზისულ სიტუაციაში ერთადერთი გადარჩენა ინვესტიციების მოზიდვა!!!! ყველა მინისტრს ერთადერთი დავალება უნდა მიეცეს -მოიზიდოს ინვესტიცია.! ვინც ხელს უშლის ინვესტორს სასწრაფოდ მოხსენით ! მიიღეთ თამამი გადაწყვეტილება თან ახლავე !
5 თებერვალი 2015 01:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი