შეერთებული შტატები თურქეთის „უკმეხ“ პრეტენზიებს მკაცრად პასუხობს –  ჯონ ქერი ტელეფონით თავის თურქ კოლეგას ესაუბრა
17-07-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ესკალაციას მიაღწია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ლიდერები უკმეხად მოითხოვდნენ ძალადობის ორკესტრირებაში ბრალდებული, შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს.

 

 

სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ძლიერი მხარდაჭერის შემდეგ, როცა ჩანდა, რომ მისი მთავრობა შეიძლება დაემხოთ, ობამას ადმინისტრაციამ მწვავედ შეუტია მის ნატოელ მოკავშირეს.

 

 

„საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში შეერთებული შტატების ნებისმიერ როლზე სრულიად მცდარი და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, -უთხრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მის თურქ კოლეგას სატელეფონო საუბრისას, რომლის შინაარსსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

უფრო ადრე, ლუქსემბურგში ვიზიტისას ქერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს გიულენის თაობაზე ექსტრადიციის თხოვნა, თუკი თურქეთი წარმოადგენს მის შესახებ სამხილს, რომ იგი უკანონო ქმედებას ეწევა. ერდოღანი დიდი ხანია ბრალს სდებს გიულენს, მის ყოფილ მოკავშირეს, იმაში, რომ იგი მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს, მაგრამ ვაშინგტონს ეს პრეტენზიები არასოდეს მიუჩნევია უდავო მტკიცებულებად, წერს „ასოშეითედ პრესი“.

 

 

„ჩვენ სრულად მოველით, რომ გიულენის შესახებ შეკითხვები იქნება წამოჭრილი“, – უთხრა ქერიმ რეპორტიორებს. „და, მკაფიოა, რომ ჩვენ ვეპატიჟებით თურქეთის ხელისუფლებას, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, წარმოგვიდგინოს ნებისმიერი ლეგიტიმური სამხილი, რომელიც გაუძლებს კრიტიკულ განხილვას და შეერთებული შტატები მიიღებს და გადახედავს მას და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს“.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სტამბულიდან მოუწოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას, დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.   

 

 

მან თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები და თურქეთი ნამდვილად სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უნდა დაეხმაროს ერდოღანს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი იმამის გადმოცემის საკითხში.

 

 

ერდოღანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.    

 

 

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.  

 

 

გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის უახლოესი მოკავშირე იყო, ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება". გიულენმა ასევე თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება შესაძლოა ერდოღანის რეჟიმის მიერ იყოს "ინსცენირებული". 

 

 

ილდირიმმა და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულ სახლში ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი