ნინოწმინდის გამგებელი ცენტრალურ ხელისუფლებას სასმელი წყლის სისტემის აღდგენას სთხოვს
05-02-2015, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება, ადგილობრივ ბიუჯეტს კი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის სახსრები არ გააჩნია და პრობლემის გადაჭრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ელოდება.

 


როგორც guardian.ge-სთან საუბრისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა აღნიშნა, ქალაქ ნინოწმინდაში წყალი მოსახლეობას გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება, რაც დიდ პრობლემას უქმნის მათ ყოველდღიურ ყოფას.

 


"ჩვენ გასულ წელს მივმართეთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას, კომპანიის იმჟამინდელ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს, მაგრამ მისგან საიმედო პასუხი ვერ მივიღეთ. მან განგვიცხადა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად სათანადო თანხები არ გააჩნიათ, არადა ჩვენი გათვლებით პრობლემის მოგვარებას არც ისე დიდი სახსრები სჭირდება, თუმცა მხოლოდ ნინოწმნიდის ადგილობრივი ბიუჯეტით სასმელი წყლის სისტემის აღდგენა შეუძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, გულისყურით მოეკიდონ ადგილობრივების პრობლემას და დაგვეხმარონ სასმელის წყლის სისტემის რეაბილიტაციაში“.

 


გაგიკ კარსლიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა და წელსაც არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

 


,,გასულ წელს დასრულდა 7 კილომეტრიანი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, შეიძლება ითქვას რომ სრულიად თავიდან გაიმართა საკანალიზაციო სისტემა, რაც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა დროიდან იყო მოუგვარებელი.

 


თითქმის დასრულებულია გაზიფიკაციის პროცესი, დარჩენილია მხოლოდ სამი ტერიტორიული ერთეული: გორელოვკა, ფოკა და ტამბოვკა, სადაც ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოები სავარაუდოდ გაზაფხულიდან განახლდება", -აცხადებს კარსლიანი.

 

 

ასევე გაზაფხულიდან დაიწყება სოფლების შიდა გზების აღდგენის პროცესი და ამისათვის სოლიდური თანხები დაიხარჯება. გამგებლის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მიწების დამუშავებისას ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება, ეს ტექნიკის ნაკლებობაა. გაგიკ კარსლიანის განცხადებით, იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებით მდიდარ ნინოწმნიდის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი მიწის ფართობების მაქსიმალურად ათვისება მოხდეს, აუცილებელია ტრაქტორების პარკის განახლება და ტექნიკის რაოდენობის გაზრდა.

 

 

კომენტარები: 1
#1   xachatur markaryan
      
ჯერ იმ ჩავარდნილ პროექტებს მიხდეთ და უხარისხო სამუშაოებს,შუა ქალაქში ვერ გაივლი მანქანით, მთელი ქალაქი ტალახშია და მერე მოთხოვეთ მთავრობას თანხები.
თქვენ რომ ზიხართ თბილ კაბინეტებში, ნუ ჰგონიათ რომ ხალხიც ასე თბილად ზის თავიანთ სახლებში. თქვენს ამომრჩეველს ეცით პატივი - მარტოდ თქვენს თავზე რომ ფიქრობთ.
5 მარტი 2015 00:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი