საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა.
ეს "ბორჯღალოსნებისთვის" გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის ეროვნული გუნდთან გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.