დედამიწის გარშემო პირველი მზეზე მომუშავე თვითმფრინავის ფრენა დასრულდა – საჰაერო ხომალდი აბუ დაბიში დაეშვა
26-07-2016, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედამიწის გარშემო პირველი მზეზე მომუშავე თვითმფრინავის ფრენა დასრულდა, როცა მზისგან იმპულსირებული ავიალაინერი აბუ დაბიში დაეშვა. ეგვიპტის დედაქლაქ ქაიროდან არაბეთის გაერთიანებული საამიროებისკენ საბოლოო დროში თვითმფრინავს ბერტრანდ პიკარდი თავის შვეიცარიელ თანამემამულე ანდრე ბორსხბერგთან ერთად მართავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

მისია განახლებადი ენეგრიის რეკლამირებას ისახავდა მიზნად.

 

 

 

 

ამით დასრულდა მოგზაურობა, რომელიც აბუ დაბიში გასული წლის 9 მარტს დაიწყო. "მომავალი არის ნათელი. მომავალი ხარ შენ. მოდი, წინ წასწიე ის", – განაცხადა პიკარდმა, რომელსაც აბუ დაბიში ჩაფრენისას ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

 

 

17–საფეხურიანი მოგზაურობისას 42 000 კილომეტრი დაიფარა, ფრენამ მოიცვა 4 კონტინენტი, თვითმფრინავმა გადაუფრინა სამ ზღვას და ორ ოკეანეს.

 

 

ყველაზე გრძელი მარშრუტი აღმოჩნდა იაპონიის ქალაქ ნაგოიადან შეერთებულ შტატებში, ჰავაიზე ჩაფრენა, 8 924 კმ (5 545 მილი), რაც 118 საათი გაგრძელდა და ბორსხბერგმა აბსოლუტურად მოხსნა მსოფლიო რეკორდი ყველაზე ხანგრძლივი (დროის ხანგრძლივობა) უწყვეტი სოლო ფრენის მხრივ.

 

 

პიკარდი და ბორსხბერგი მზის იმპულსის პროექტზე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

 

 

 

მზის თვითმფრინავი ავტომანქანაზე მძიმე არ არის, მაგრამ მას აქვს "ბოინგ 747"–ის ფრთების შლილი. ქაიროდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენისას მგზავრობა ძალზე ოღროჩოღრო იყო და პიკარდი ცხელი უდაბნოს თავზე სასტიკ ტურბულენციას ებრძოდა. მფრინავებს პილოტის კაბინაში, რომელიც ნორმალური საზოგადოებრივი ტელეფონის ბოქსის ზომისაა, ჟანბადის ბალონები ჰქონდათ, რომ სიმაღლეზე ესუნთქათ და მცირე ხნით, 20 წუთით დაძინების უფლება ჰქონდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი