გრაკლიანში აღმოჩენილი უნიკალური წარწერა, ამერიკის ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია
26-07-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, დღეს გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი და ადგილზე მომუშავე ექსპედიცია მოინახულა.

 


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 წლის წინათ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.

 

 

"გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა; კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა. ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება უგულებელყოფილი იყო - ობიექტის დიდი ნაწილი გზის მშენებლობას შეეწირა.

 


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა საგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ინტერესი გამოთქვა ამ ობიექტის საფუძვლიან შესწავლაზე, მის კონსერვაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. 2014 წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები. 2015 წელს კი, 2014 წელს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია განხორციელდა (მოეწყო გადახურვები) და გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები. საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

 


2016 წელს გაგრძელდა მასშტაბური სამუშაოები. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, დაიწყო სამუზეუმო სივრცის მშენებლობა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება აქ აღმოჩენილი ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებს.

 


გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

 

ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში", – აღნიშნულია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი