კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველებს ახალი კატეგორიის ბილეთების - 50-ლარიანი ე.წ. სილვერ რინგის შეძენა შეეძლებათ, რაც ადრე გათვალისწინებული არ იყო.
აღნიშნული ბილეთი ფეხზე დასადგომ ადგილს გულისხმობს.
კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან - www.tkt.ge არის შესაძლებელი. ბილეთის მაქსიმალური ფასი 600 ლარია.
კრისტინა აგილერა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -ს კონცერტით 30 ივლისს გახსნის.
კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე მსურველს მიეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.