ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება განკუთვნილია ორი საბავშვო ჯგუფისათვის, შედგება ორი სათამაშო, ორი საძინებელი (თითოეული საკუთარი სველი წერტილით), სამზარეულოს, აღმზრდელთა ოთახის, და კორიდორისაგან. ამ ეტაპზე განახლებულია შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა.
"პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 184 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლელოვანში და მიმდებარე სოფლებში საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა", - აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ მოინახულეს.
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.