დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. აქციას ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტესტირებისას გამოვლენილი დადებითი შედეგის მქონე პირები ავტომატურად გახდებიან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათ უფასო მკურნალობას.
C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგნეს ვირუსული ჰეპატიტებისა და მათგან გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. პროექტი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.