შესაძლოა შმაგი თელია და დავით ნაირაშვილი თანამდებობებს დროებით ჩამოშორდნენ
30-01-2014, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შმაგი თელია და დავით ნაირაშვილი, რომლებიც გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, საქმიაობას დროებით ჩამოშორდნენ.


როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ დღეს განაცხადა, თელია და ნაირაშვილი შეიარაღებულ ძალებში დღესაც მსახურობენ.


"დაველოდებით გამოძიების შედეგებს და მათი პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი გადაწყვეტილებას მივიღებთ. გამორიცხული არ არის, რომ თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


დავით ნაირაშვილი დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეს თანამდებობაზე მუშაობს, ხოლო შმაგი თელია შიერაღებულ ძალებში მსახურობს. თელია მუხროვანის მოვლენების დროს სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.


გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.


გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მუხროვანის ამბოხების საქმეზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს. კადრებში სამხედროებთან ერთად, ასევე ჩანან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. აღნიშნულ სპეცოპერაციას მაშინ ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი ემსხვერპლა, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samkhedro-ambebi/36157-satciroebis-shemthkhvevashi-shesadzloa-shmagi-thelia-da-davith-nairashvili-thanamdebobebs-chamoshordnen.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი