ქობულეთის გამგებელმა სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის სამშენებლო, მუხაესტატეში კი სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
30-07-2016, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათწლეულების მანძილზე არ არსებობდა. მისი მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. ახალ საბავშვო ბაღში 105 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

 

 

"ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა შენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

 


ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 290 043 ლრი დაიხარჯება. პროექტის დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 


მუნიციპალიტეტის პირველი პირი ოჩხამურის მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც დაბაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. წელს ოჩხამურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები დაწყებულია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში სულ 27 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლაა დაგეგმილი. პროგრამისთვის 385 925 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

 


დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს მუხაესტატეში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.

 


ინფრასტრაქტურული პროექტის ფარგლებში მინი-სტადიონი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა და მოედანზე მწვანე საფარი დაიგო.

 


პროექტის განხორციელებისთვის 47 525 ლარი დაიხარჯა.

 


"ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2014-2015 წლებში მომხდარი სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 100-მდე ლოკაციაზე მოეწყობა დამცავი კედლები და გაბიონები, ასევე დაზიანებულ შენობებს ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები. სამუშაოების განხორციელებისთვის 416 709 ლარია გათვალისწინებული", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი