იორდანიის განათლების მინისტრი საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გასაცნობად ეწვია
31-07-2016, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოში იორდანიის მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოვიდა.

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი მოჰამად თნეიბათი ხელმძღვანელობს.

 

 

ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს.

 

 

საპატიო სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი შეხვდნენ.

 

 

დელეგაციას ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.

 

 

იორდანიის განათლების სამინისტრო ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეფორმების მიმართულებით საქართველო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გლობალური ლიდერი.

 

 

„გასულ წლებში საქართველომ გაიარა საკმაოდ დინამიური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი განათლების სფეროში. ეს პროცესი მიმდინარეობდა იორდანიის მსგავს პირობებსა და კონტექსტში, ამდენად ჩვენი სურვილია განხორციელდეს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით და დაისახოს სამომავლო თანამშრომლობის გზები ორ ქვეყანას შორის“, - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

 

 

ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების შესწავლა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი