გიორგი კვირიკაშვილი: მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული
31-07-2016, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლებთან ერთად, საქართველოში იმყოფება, - თბილისი ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს.

 

 

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრს, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს.

 

 

„ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მეგობრობასა და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის. სწორედ ამ დროს მყარდება მჭიდრო კონტაქტები პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს შორის და ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. თქვენთვის ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელია მომენტი უნდა იყოს - თქვენ ხომ დღეს ეჯიბრებით თქვენს თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის, ქიმიით დაინტერესების ასეთ მაღალ დონეს ვხედავ“, - მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველო ცოტა ხნის წინ ჩაერთო და პირველად, ოთხკაციანი გუნდით, 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოეს 46-ე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

 

 

„ჩვენი პრიორიტეტებია - სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის, კვლევების, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რადგან ეს ყველაფერი მომავლის მოქალაქეების, მომავლის მეცნიერებისა და გამომგონებლების აღზრდას უწყობს ხელს. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ენერგომატარებლებთან, მედიცინასთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან. ქიმიას ხომ უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ ეკონომიკაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარმატებები და ბევრი სამეცნიერო აღმოჩენა უსურვა და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიადა მათზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

 

 

„დარწმუნებული ვარ, მოგონებები ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. თბილისში გატარებული დღეების შედეგად კი, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს და კიდევ უფრო გაიღრმავებთ მეცნიერების დაუფლების სურვილსა და სიყვარულს“, - მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

 

 

კომენტარები: 1
#1   tornike
      
http://tar.ge/ ვოო ნუ ატყუებთ მდაბიო ხალხს ხვდებიან უფრო აღიზიანებთ, და თურამე განთლება გინდათ წარმოქმნათ წინ დააფინანსეთ ეს საიტი, 20 მილიონიანი პროექტია, თუ არა მიაჯვით ერთმანეთს, მაგი ჩემი განათლების მინისტრი კუუ არაა მე რო გამანათლოს შენი განათლების მინისტრია
1 აგვისტო 2016 00:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი