სააკაშვილი "ბილთმორ თბილისის" გახსნას ეხმაურება: სახელმწიფო კანცელარია გადავაკეთოთ სასტუმროდ, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს
01-08-2016, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო "ბილთმორ თბილისის" გახსნას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი ამბობს, რომ სწორედ მან დაარწმუნა, მისი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში. იგი თვლის, რომ ეს შენობა "ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის" თბილისს. ოდესის გუბერნატორის სურვილია სახელმწიფო კანცელარიაც სასტუმროდ გადაკეთდეს, ხოლო "პარლამენტის ძველი შენობა რუსთაველზე, სჯობს ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს კამპუსის გასათავსებლად".

 


"დღეს თბილისში იხსნება საქართველოს საუკეთესო სასტუმრო ბილტმორ თბილისი. შევარდნაძის დროს ამ ადგილას უმახინჯესი ბეტონის საცხოვრებელი კორპუსი ჩადგეს კანონის უხეში დარღვევით. სწორი ვქენით, რომ ეს კორპუსი ავიღეთ, თან თითოეულმა მაცხოვრებელმა უკეთესი ბინა მიიღო პირველი სკოლის გვერდით. შემდეგ დავარწმუნე ჩემი ემირატელი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში. ამ კლასის სასტუმრო საქართველოში ჯერ არ აშენებულა, ის ასაქმებს ათასობით ადამიანს და მაღლა სწევს საქართველოს მარკას. ვიცი, ბევრისთვის ამ სასტუმროს მასშტაბი ზედმეტად ამოვარდნილია გარემოდან, არქიტექტურის მიმართ მეც კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ მაინც, ეს შენობა ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს დადაქალაქს და ამიტომ არც-ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მის აშენებაში. ისევე, როგორ იმელი გადაკეთდა სასტუმროდ, ასევე წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია გადავაკეთოთ სასტუმროდ, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა რუსთაველზე სჯობს ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს კამპუსის გასათავსებლად.

 


ამ სასტუმროს, ისევე როგორც ასობით სხვა აღმშენებლობით პროექტში მთელი გული ჩავდე. ყოველთვის 100% შედეგი არ მქონდა, მაგრამ იმედია შანსი მოგვეცემა ამ დიდი აღმშენებლობის გაგრძელების ახალი ენერგიით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ", – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი