მერაბიშვილის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ის, ორი რუსი მრჩევლის გვამს ითხოვდა
30-01-2014, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პროკურატურას მოუწოდებს გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეომასალის საკითხი შეისწავლოს და გამოიძიოს.


როგორც მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ის ორი რუსი მრჩევლის გვამებს ითხოვდა, რომელიც მისივე თქმით, უკვე ლიკვიდირებული იყვნენ.


"მე ვარ ცამდე მართალი ამ საკითხში. არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება არ გამიცია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებაში მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, რომელთა ლიკვიდაციაც კვალის დაფარვის მიზნით შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ორი გვამი და ამ გვამებს ვეძებდით. მე ვიძლეოდი მათი გვამების პოვნის ბრძანებას, რათა დაგვედგინა კავშირი ამ ამბოხსა და რუსეთს შორის" - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მზადაა პროკურატურის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.


ინტერნეტსივრცეში გუშინ საღამოს ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ. კადრებში ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, ასევე, ყოფილი მერი გიგი უგულავა.


გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, რომელიც youtube-ზე აიტვირთა, მუხროვანის ამბოხების საქმეზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს. ვიდეო დაახლოებით ოთხწუთიანია. სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მერაბიშვილი დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს.


"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.


სპეცოპერაციის შედეგად გია კრიალაშვილი გარდაიცვალა, ხოლო ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე დაიჭრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი