ქალაქ ხონში ღია ცის ქვეშ კინოფილმების ჩვენება გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს კინომოყვარულებს ხონის ცენტრალურ ბულვარში ეპატიჟებიან, სადაც ღია ცის ქვეშ მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება.
როგორც Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 2 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათზე, ნაჩვენები იქნება მხატვვრული ფილმი "უხილავი მხარე".
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.