იორდანია განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს
02-08-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა.

 

 

საუნივერსიტეტო პროგრამების მიმართულებით, თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრთან, მათ შორის ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ტექნოლოგიები, არქეოლოგია, არაბისტიკა და ა.შ.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ფუნდამენტური რეფორმების შესახებ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმაღლესი განათლების სისტემა მოთხოვნაზე მეტად ორიენტირებული გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელით, დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება.

 

 

იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. მუჰამად სნეიბათმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი