6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1 000 წლის იუბილე აღინიშნება
03-08-2016, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1 000 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

 

 

რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით 6 აგვისტოს 09:00 საათზე დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც 13:00 საათზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის.

 

 

ამავე დღეს, 18:00 საათზე ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიმართება და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.

 

 

საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, 14:00 საათზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, 19:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქალაქ ამბროლაურში დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“.

 

 

გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან.

 

 

პრესცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი