რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა გაიხსნა - ბრაზილიამ მილიარდობით ადამიანს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ პლანეტას
05-08-2016, 22:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა. როგორც „როიტერსი“ წერს, ბრაზილიამ, ამაზონის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტყის მფლობელმა, ცერემონია - მსოფლიოს მთავარი მოვლენა, რომელსაც 3 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალყურს - გამოიყენა იმისათვის, რომ მოეწოდებინა, გაუფრთხილდნენ პლანეტას, დათესონ მცენარეები და ხელახლა დაიპყრონ მწვანე მიწა, რომელიც ევროპელებმა 500 წლის წინათ იპოვეს.

 

 

(პელეს ოლიმპიური ცეცხლი უკავია სანტოსში, პელეს მუზეუმში, გასულ თვეს)

 


ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება და შესაბამისად, ოლიმპიური ცეცხლის ანთება ვერ შეძლო პელემ, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო. „ამჟამად მე ფიზიკურად არ შემიძლია დავესწრო ოლიმპიადის გახსნას“, - განაცხდა ფეხბურთის 75 წლის ლეგენდამ. „როგორც ბრაზილიელი, შევთხოვ ღმერთს, დალოცოს ყველა, ვინც ღონისძიებაში მონაწილეობს, და აქციოს ის დიდ წარმატებად“.

 

 

 


მარაკანას სტადიონზე შეკრებილებს და ღონისძიებისთვის თვალყურის მიმდევნებელ უზარმაზარ აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბრაზილიის ისტორიის მომენტები შეახსენეს. ნაჩვენები იქნა თუ როგორ დაიწყო ცხოვრება დედამიწაზე, შემდეგ კი ბრაზილიური ტროპიკული ტყე, სანამ ევროპელები ჩავიდოდნენ იქ. ეს კი სიცოცხლის ხის მსგავსი რამ იყო, წერს ბრიტანული „გარდიანი“, მაგრამ უფრო მოკლე და უფრო გასაგები ფაბულით. ხაზი გაესვა იმას, რომ ამჟამად ტროპიკული ტყეების გაუტყეურება ხელაღებით მიმდინარეობს.

 

 

შემდეგი ნაბიჯი ევროპელების, აფრიკელების და ახლო აღმოსავლეთის ხალხების ჩამოსვლაა. პორტუგალიელები პირველები არიან, რომლებმაც გემებით ატლანტის ოკეანე გადაკვეთეს და ნაჩვენები იქნა, თუ როგორ მოულოდნელად წააწყდნენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას. შემდეგ შეახსენეს ის ფაქტი, რომ ბრაზილიაში აფრიკელთა მონობა 400 წელი არსებობდა და ბრაზილიის ფორმაციაში აფრიკის კულტურამ უდიდესი როლი ითამაშა. ბოლოს, ბრაზილიაში ემიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან ჩავიდნენ და ბრაზილიის ამჟამინდელი მოსახლეობის საბოლოო ნაწილი შეადგინეს.

 

 

 


ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებაზე. ნაჩვენები იქნა რუკები და დიაგრამები, სადაც ტემპერატურა მატულობს, ყინულის ლოდები დნება და ქალაქები - მათ შორის რიო - რომლებიც წყალდიდობებისაგან უჩინარდებიან. „ბრაზილიამ იცოდა, რომ ამ საღამოს მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი და მან ხმაურიანი და მოხდენილი საქმე გააკეთა დაუყოვნებელი პრობლემების ხაზგასმით“, - წერს „გარდიანი“.

 


როცა ათლეტების გამოსვლის ჯერი დადგა, პირველები ბერძნები გამოჩნდნენ. საბერძნეთი, რომელმაც მსოფლიოს ოლიმპიადა აჩუქა, ტრადიციულად, როგორც სხვაგან, ბრაზილიაშიც პირველები გამოვიდნენ მარაკანას სტადიონზე.

 

 

 

 

ბერძნებს სხვა ქვეყნების სპორტსმენები მიჰყვნენ. ანგოლელების გამოჩენას კი სხვებზე მეტი ოვაცია და შეძახილები მოჰყვა, შესაძლოა იმიტომაც, რომ ანგოლა, პორტუგალიის ყოფილი კოლონია იყო.

 

 

 


ანგოლას, საუდის არაბეთის გუნდი მოჰყვა, რომელსაც 4 ქალი ათლეტი ჰყავს, თუმცა ქალები ცალკე გამოვიდნენ სტადიონზე. მამაკაცების გუნდი კი 7 ათლეტისგან შედგება. სპარსეთის ყურის სამეფომ ქალების ოლიმპიადაში მონაწილეობა პირველად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე დაუშვა, როცა მასში მონაწილეობის ნება 2 ქალს დართო.

 


მარაკანას სტადიონზე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიშელ ტემერი და ათეულობით ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. დილმა რუსეფმა კი, რომლის იმპიჩმენტის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა, „თვითერზე“ დაწერა, რომ „მოწყენილია“, რადგან ვერ ესწრება ოლიმპიადის გახნის ცერემონიას.

 


დასავლური პრესა წერს იმაზე, თუ რა შეიძლება დამჯდარიყო რიო-დე-ჟანერიოს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია. ბრიტანული „გარდიანის“ ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის 5% და ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის 10%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი