საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე უგულშემატკივრეს
07-08-2016, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე უგულშემატკივრეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. შეხვედრების მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

 


გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელსაც ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე წარმატება უსურვა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

 


"ბრაზილიაში, რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიური თამაშების დასაწყისში. იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენელს აგზავნის. ჩვენ ასევე მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, ჩვენი მუშაობის ძირითადი აქცენი იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციის მხარდამჭერი შეხვედრების გამართვა."- განაცხადა ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი