ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 20-15 დაამარცხეს
14-02-2015, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წლის პირველ საშინაო მატჩში ბორჯღალოსნებსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს შორის თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემდგარი დაპირისპირება ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

 


პირველი ტაიმის დასასრულს, 38-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის ხარჯზე საქართველოს ნაკრები წინ გავიდა და ანგარიში 11-9 გახდა. საბოლოოდ კი თამაშის პირველი ნახევარი 14-9 დასრულდა.

 


მეორე ტაიმში 47-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილის შესრულებული ჯარიმის წყალობით ბორჯღალოსნებმა 5 ქულიანი უპირატესობა 8-მდე გაზარდეს და ანგარიში 17-9 გახდა.

 


დაძაბული თამაშის შემდეგ, 67-ე წუთზე, მსაჯმა ქართველი კაპიტანი, შალვა სუთიაშვილი მოედნიდან გააძევა და პორტუგალიელების მიერ 68-ე წუთზე შესრულებული ზუსტი ჯარიმის შედეგად ანგარიში 17-12 გახდა.

 


71-ე წუთზე მსაჯმა პორტუგალიელების მე-18 ნომერიც გააძევა მოედნიდან, რის შემდეგაც კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებულმა ჯარიმამ ანგარიში 20-12 გახადა.
 

 

შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე ბორჯღალოსნების დაჯარიმების შემდეგ პორტუგალიელებმა საჯარიმო ზუსტად შეასრულეს, თუმცა მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 20-15 დასრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი