ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 73 კგ. წონით კატეგორიაში რუსი დენის იარცევი დაამარცხა.
შეხვედრის დასაწყისში იარცევი იუკოთი დაწინაურდა, თუმცა ბოლო ნახევარ წუთზე ქართველმა სპორტსმენმა იარცევი ჯერ ერთ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი მალევე მეორეზეც.
შემდეგ შეხვედრას შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის გამართავს. მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი, საგი მუკი იქნება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.