ისეთი დღე იყო, უფლება არ მქონდა რუს სპორტსმენთან შეხვედრა წამეგო, - განაცხადა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენის, დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ”რუსთავი2”-თან საუბრისას.
„დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა გუშინ, თამაშის შემდეგ.
ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 73 კგ. წონით კატეგორიაში ისრაელის წარმომადგენელი, საგი მუკი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ეს ჯერჯერობით პირველი მედალია, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.