[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს: "გულის ფანცქალით ველოდები ფეხის დადგმას საქართველოსა და რა თქმა უნდა, აჭარის მიწაზე"
09-08-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის ვიდეო მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი აჭარის მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება საქართველოში დაბრუნებას.

 


ვიდეო მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი პარტიის გეგმებსა და პროექტებზეც საუბრობს და აღნიშნავს: "თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელსა და ხეირს".

 

 

”ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო უფროსო თაობავ, ჩემო აჭარლებო. გულის ფანცქალით ვადევნებ თვალს ყველაფერს რაც ხდება და ასევე გულის ფანცქალით ველოდები ფეხის დადგმას საქართველოსა და, რა თქმა უნდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარის მიწაზე. ლევანის ჩამოსვლა არა მხოლოდ დიდი მოვლენა იყო ლევანისთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის, არამედ ჩემი გულის ნაწილი გამოვატანე მას. 2004 წელს რომ არა თქვენი გმირობა და თავდადება, ჩვენ ვერ დავიბრუნებდით აჭარას. ბათუმში ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ჩვენ კიდევ წინ გვაქვს ბევრი რაღაცა ძალიან მაგრად გაკეთდა. უბრალოდ ბევრად მეტი უნდა გვემუშავა ხალხთან, ბევრად მეტი მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული მცხოვრების, თითოეული ქობულეთელის, ბათუმელის, ხელვაჩაურელის, შუახეველის, ქედელის, ხულოელის, თითოეული თვენგანის მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო ყოველივე ეს და გაკეთდება კიდეც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გადავწყვეტთ ბანკების ვალების პრობლემასაც, იმის პრობლემასაც, რომ თუ ვიღაცის ნათესავი არ ხარ წინსვლა არ გაქვს და სხვა მხრივ პრობლემებს გიქმნიან, იმის პრობლემასაც, რომ დანაშაული გაიზარდა.

 

 

ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელსა და ხეირს. ამისთვის არის იქ ლევანი, ამისთვის ვიქნები მანდ მე თქვენთან ერთად. თქვენ არ დაგჭირდებათ თურქეთში გადასვლა პატარ-პატარა შემოსავლის მისაღებად, იმდენი შემოსავალი გვექნება ბათუმში, იმდენი ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება ბათუმში, ქობულეთში, აჭარის მთაში, რომ არსად წასვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. ჩვენ მარტო სეზონზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, იმიტომ ვაშენებდით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იმიტომ ვაშენებდით საავადმყოფოებს, იმიტომ ვაშენებდით ფინანსურ ცენტრებს, რომ მთელი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გექნებათ სამსახური და მაღალი შემოსავალი. არ იყოთ დამოკიდებული სეზონურ რყევებზე, არ იყოთ დამოკიდებული თუ რა იქნება მხოლოდ ციტრუსის ფასი, თუმცა ეს მაღალი უნდა იყოს. ყოველდღე უნდა იყოს არჩევანი, სად არის უფრო მაღალანაზღაურებადი, იმიტომ, რომ უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი მაღალანაზღაურებადი სამსახურები. აჭარას აქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ლევანმა და მე ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის უკრაინაში და ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კიდევ უკეთესად. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ”, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   მაია
      
ვერ ჩაგივა ფეხი, ეგ ფოჩიანი კამფეტები დედაშენს და შენს ცოლ–შვილს დაურიგე!
11 აგვისტო 2016 08:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი