ბიძინა ივანიშვილი: სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს გავლენას
15-02-2015, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო, ძირითადად კი რუსეთისა და უკრაინის მოვლენებით, ასევე ექსპორტის შემცირებით და არა მთავრობის შეცდომებით იყო განპირობებული. აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
 


მისივე ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე.

 


"ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს გავლენას – რეგიონში არსებული მძაფრი სიტუაცია მაქვს მხედველობაში. დოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინაში და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების რაოდენობა (მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი. ამას ორი მიზეზი აქვს – ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილს უკან არ მიაქვს მის მიერ რამდენიმე კვირის წინათ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სასურველია მოქალაქეებმა ბანკებთან ურთიერთობისას კონსულტანტები აიყვანონ. იგი ამბობს, რომ სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი არ უნდა იყოს.

 


"მე ვიგულისხმე, რომ ბანკის სპეციალისტები ვალდებულნი არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა მოგვიანებით, როცა საკითხი სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდა. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   tech
      
Very nice blog and articles. I am realy very happy to visit your blog. Now I am found which I actually want. I check your blog everyday and try to learn something from your blog. Thank you and waiting for your new post. joker สล็อต888
4 ივნისი 2022 01:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი